ხიდების მშენებლები ㅣ Bridge Builders

ხიდების მშენებლები ㅣ Bridge Builders ქართული დიასპორის გაძლიერების და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშემწყობი ბიზნეს პლატფორმა.

A business platform empowering the Georgian diaspora, supporting Georgia's western integration process. "ხიდების მშენებლები" ქართული დიასპორის გაძლიერებისა და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშემწყობი ბიზნეს პლატფორმაა.

„ხიდების მშენებლების“ მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი ემიგრანტი ბიზნეს აქტივობების მეშვეობით შეძლებს პიროვნულ და პროფესიუ

ლ ზრდას, ამავე დროს, შეინარჩუნებს კულტურულ და ეთნიკურ იდენტობას.

პლატფორმის დახმარებით შექმნილი კავშირები აძლიერებს ქართულ ემიგრაციას დასავლეთში, რაც ასევე საქართველოს გაძლიერებას ემსახურება.

პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება კომერციულად მდგრადი აქტივობები, რათა აშენდეს ღირებულებითი ხიდები დასავლეთში გაბნეულ ქართულ ემიგრაციასა და საქართველოს შორის.

ხიდები, რომელიც იქნება ყველა ემიგრანტის ევროპულ, ძლიერ საქართველოში დაბრუნების საშუალება. "Bridge Builders" is a business platform dedicated to empowering the Georgian diaspora and supporting Georgian Western integration. We aim to create a space where every state-oriented thinker and responsible emigrant can grow personally and professionally through business activities and maintain cultural and ethnic identity simultaneously. Connections established under this platform aid Georgian emigrants in the West, strengthening Georgia. The platform's commercially sustainable initiatives aim to forge meaningful connections between Georgian emigrants in the West and their homeland. These connections will enable the return of Georgian emigrants to a robust Europe and a thriving Georgia.

06/05/2026

„ხიდების მშენებლებისა“ და გურამ როგავას ერთობლივი პროექტის „ბრილიანტი ქართველების“ მორიგ ეპიზოდში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის და სისხლის სამართალწარმოების პროფესორს, ბესიკ ქუთათელაძეს წარმოგიდგენთ. Besiki Luka Kutateladze

რატომ ბრუნდება მაიამიდან თბილისში ოჯახთან ერთად მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის კურსს სწრაფი ტემპებით შორდება და ადამიანის უფლებები მკვეთრად უარესდება?!

მოტივაციაზე, მიზნებზე და მოლოდინებზე ვილაპარაკეთ ოჯახურ და საქმიან გარემოში.

ბესიკმა დაგვათვალიერებინა ნეო-კლასიკური სახლი მაიამიში და დაგველაპარაკა, როგორ აქცია მდიდარი წარმოსახვა რეალობად.

არტ-ნუვო მისთვის გატაცებაზე მეტია, აპირებს თბილისში მუზეუმი დააფუძნოს, ექსპონატები უკვე იგზავნება ამერიკიდან საქართველოში.

სრული ვიდეო ნახეთ იუთუბზე 👇

06/02/2026

რატომ ეშინია "ქართულ ოცნებას" "ხიდების მშენებლების" იდეის?

ზურაბ კაპანაძის პირდაპირი ჩართვა პრინსტონიდან, "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში"

06/02/2026

🇬🇪🇺🇸 30 მაისი, პრინსტონი — დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი „დიდი ქართული შეკრება“, რომელიც რეალურად დიდი არ გამოვიდა, მაგრამ გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ ღონისძიებამ ბევრი რამ გვასწავლა და დაგვანახა.

🗣️ გაგვიხარდება თქვენი მოსაზრებების გაზიარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა, რათა რეალური გახდეს ისეთი ხიდების მშენებლობა, რომელიც იქნება დიასპორის ევროპულ, ძლიერ საქართველოში დაბრუნების საშუალება.

მადლობა ყველას — დამსწრეებს, მონაწილეებსა და გულშემატკივრებს.

🇬🇪❤️ 30 მაისი — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა გაბედული და მკაფიო პოზიციის მქონე ქართველები.გიზიარებთ ამ განსაკუთ...
06/01/2026

🇬🇪❤️ 30 მაისი — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა გაბედული და მკაფიო პოზიციის მქონე ქართველები.

გიზიარებთ ამ განსაკუთრებული დღის კადრებს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც თავისი მონაწილეობით ამ ღონისძიების ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენს ღონისძიებებზე არც ერთი შემსრულებელი შემთხვევით არ ხვდება - ყველასთან გვაერთიანებს საერთო დასავლური ღირებულებები.გა...
06/01/2026

ჩვენს ღონისძიებებზე არც ერთი შემსრულებელი შემთხვევით არ ხვდება - ყველასთან გვაერთიანებს საერთო დასავლური ღირებულებები.

განსაკუთრებული მადლობა ნიკა ჩოხელს, ზაზა კორინთელს, ერეკლე ხაზიურს და ნინი აირისს, რომლებმაც 30 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დიდ ქართულ შეკრებაზე, დაუვიწყარი მუსიკალური ატმოსფერო შექმნეს.

🌍🇬🇪 ღონისძიებას ტელეხიდის მეშვეობით ასევე შემოუერთდნენ სოფო ბათილაშვილი, ლევან ლაუდაძე, ზურა ჯავახია და ნინო ქათამაძე. მადლობა მათ გულთბილი მისალმებებისა და ემოციური სიტყვებისთვის, რომლებმაც კიდევ უფრო გააძლიერა სამშობლოსთან კავშირი და ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.

Nika Chokheli Zaza Korinteli Nini Iris Nino Katamadze Erekle Khaziuri

„ხიდების მშენებლების“ ღონისძიება დასრულდა, თუმცა მიღებული ემოციები კიდევ დიდხანს გაგვყვება. მადლობა მონაწილეებს, მოსულ ს...
06/01/2026

„ხიდების მშენებლების“ ღონისძიება დასრულდა, თუმცა მიღებული ემოციები კიდევ დიდხანს გაგვყვება. მადლობა მონაწილეებს, მოსულ სტუმრებს და ყველას ვინც შემოგვიერთდით და წვლილი შეიტანა ამ დღის შექმნაში.

📸 გიზიარებთ ღონისძიების ფოტოებს.

მადლობა სოფო სვანიძეს ფოტოებისთვის.

06/01/2026

🇬🇪🇺🇸 „ხიდების მშენებლების“ თანადამფუძნებლის, ზურაბ კაპანაძის მოკლე შეფასება 30 მაისს, პრინსტონში გამართული ქართულების შეკრების ღონისძიების შესახებ.

06/01/2026

ასე შენდება ხიდები✨

ბელა მაღლაფერიძის და ზაზა კორინთელის (ზუმბას) შეხვედრა LIVE-ის შემდეგ

Zaza Korinteli

05/31/2026

🇬🇪 ხიდების მშენებლების მეგობარი სოფო ბათილაშვილი 30 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ქართული შეკრებისთვ ის საქართველოდან ამერიკაში!

05/31/2026

🎸 ნინი აირისს დაველაპარაკეთ "ხიდების მშენებლობაზე" და გავცვალეთ ემოციები Mercer Country Park Festival Grounds-ის დიდ სცენაზე გამართული კონცერტის შემდეგ
Nini Iris

Address

100 Albert Wy
Princeton, NJ
08540

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხიდების მშენებლები ㅣ Bridge Builders posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ხიდების მშენებლები ㅣ Bridge Builders:

Share

Category