ლიკა ცაავა - სომატური ფსიქოთერაპევტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლიკა ცაავა - სომატური ფსიქოთერაპევტი

ლიკა ცაავა - სომატური ფსიქოთერაპევტი ფსიქოლოგი, ტრენერი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის, ბიოსინთეზის სომატური თერაპევტი

სახეთა თეატრი, საოცარი ტრანსფორმაციებით და ახალი აღმოჩენებით. თითოეული სავარჯიშო მაძლევს საშუალებას დავაკვირდე და დავინა...
12/05/2025

სახეთა თეატრი, საოცარი ტრანსფორმაციებით და ახალი აღმოჩენებით. თითოეული სავარჯიშო მაძლევს საშუალებას დავაკვირდე და დავინახო ჩემთვის ნაცნობი ცხოვრებისეული სტრატეგიები, აღმოვაჩინო ახალი სტრატეგია (და არა ერთი) და ვიპოვო რესურსი ჩავანაცვლო ძველი და ნაკლებად ეფექტური, ახლით და ბევრად უფრო ეფექტურით 🍀 შესაბამისად, შემიძლია შევცვალო ჩემი დამოკიდებულება და ყოველდღიურობა უკეთესობისკენ და გადავდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები პიროვნული ზრდისკენ 💙

12/05/2025

როგორ მიხვდე, რომ თერაპიაზე ჩაწერის დროა?
🌞 ის, რაც გაქვს და ის, რაც გინდა რომ გქონდეს არ ემთხვევა ერთმანეთს და არც წინსვლის მოტივაციას გაძლევს, გრძნობ უკმაყოფილებას, დაძაბულობას, უძლურებას.
🌞 ურთიერთობებში წრეზე დადიხარ და ვერ ამყარებ ჯანსაღ ურთიერთობებს ადამიანებთან. გაქვს უკმაყოფილების და არასაკმარისობის განცდა.
🌞 თითქოს ყველაფერი რიგზეა შენს ცხოვრებაში მაგრამ დადებით ემოციებს ვერ გრძნობ, თითქოს სიცარიელე ან სიცივეა შენში.
🌞 მთელს სხეულში ან რომელიმე ზონაში გაქვს სიმძიმის, დაძაბულობის, დაჭიმულობის განცდა, რომელიც გბოჭავს და მოქმედებაში გიშლის ხელს.
🌞 იწყებ საქმის კეთებას და თითქოს იჭედები, შუა გზაზე ტოვებ, ივიწყებ და ეს პროცესი ხშირად მეორდება და ნეგატიურ ემოციებს და ფიქრებს აჩენს.
🌞 გაქვს უსაფუძვლო შფოთვა, შიში ან გაღიზიანება, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდები.
🌞 იცი, რომ ბევრად მეტი შეგიძლია, მაგრამ ვერ ხედავ გზას ან ხერხს, როგორ იმოქმედო.
🌞 გარკვეული პერიოდი არ ან ვერ ვითარდები, მიუხედავად იმისა, რომ წინსვლის საშუალება არის.
🌞 სხვა ადამიანები (ან ადამიანი) შენში მარტივად იწვევენ ნეგატიურ ემოციებს, თითქოს გავლენას ახდენენ შენზე.
🌞 გადაიტანე მოვლენა, რომელმაც ნეგატიური კვალი დატოვა შენში და ვერ უმკლავდები შედეგებს.
ეს და სხვა მდგომარეობები აქვეითებენ შენი ცხოვრების ხარისხს?
შეგიძლია მოგვწერო და მიიღო კვალიფიციური სპეციალისტების დახმარება!
აღმოაჩინე შენი რესურსები და იცხოვრე ხარისხიანად ❤️

რატომ არის მტკივნეული ადამიანის გაშვება და რა აყალიბებს არაჯანსაღ მიჯაჭვულობას? როგორ უნდა მოვახერხოთ მიჯაჭვულობისგან გა...
22/03/2025

რატომ არის მტკივნეული ადამიანის გაშვება და რა აყალიბებს არაჯანსაღ მიჯაჭვულობას?

როგორ უნდა მოვახერხოთ მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება?


მიჯაჭვულობა არის ადამიანის გამოცდილების ფუნდამენტური ნაწილი. ჯერ კიდევ დაბადების მომენტიდან ჩვენ ვეძებთ კავშირს პირველ რიგში მშობლებთან, მოგვიანებით მეგობრებთან, პარტნიორებთან, კოლეგებთან და ა.შ. ეს კავშირი აყალიბებს ჩვენს ემოციებს, ქცევას და დაცულობის განცდას, ხოლო მისი დაკარგვა იწვევს ისეთ განცდებს, როგორიცაა ემოციური და ფიზიკური ტკივილი, დაკარგულობის და სიცარიელის განცდა და ა.შ.

რატომ არის მტკივნეული დაშორება ვინმესთან და მისი გაშვება?

1. ემოციური უსაფრთხოების დაკარგვა

ადამიანი, რომელსაც ვეჯაჭვებით, ხდება ჩვენი ემოციური მხარდაჭერის სისტემის ნაწილი და მისი დაკარგვა გავს სტაბილურობის დაკარგვას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მიტოვების ან უარყოფის ღრმა შიშებთან;

2. დაუსრულებელი ემოციური საჭიროებები

ხშირად ურთიერთობები ირეკლავს ბავშვობის მოუგვარებელ ტრავმებს. თუ ბავშვობის ადრეულ წლებში ადამიანი ვერ იღებს საკმარის სიყვარულს და აღიარებას, ამ ყველაფრის ძებნას იწყებს რომანტიკულ ურთიერთობებში. როდესაც ადამიანი მიდის მისი ცხოვრებიდან, მას თითქოს ეხსნება წარსულის ჭრილობები, რაც ქმნის შეგრძნებას რომ ტკივილი, რომელსაც განიცდის ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე იმ ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ემოცია;

3. ცვლილებების შიში

ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს ისეთ რაღაცეებთან, რაც მათთვის უკვე ნაცნობია. მაშინაც კი თუ ურთიერთობა არაჯანსაღი და ტოქსიკურია, ღირებულია მხოლოდ იმიტომ რომ ნაცნობია. მისი გაშვება კი უკვე ნიშნავს შეაბიჯო რაღაც ახალში, რაც ჯერ კიდევ უცხოა თქვენთვის და რაც გაშინებთ;

4. იდენტობების აღრევა

რომანტიკულ, განსაკუთრებით ხანგრძლივ ურთიერთობებში ხშირად ადამიანები ირგებენ მეორე ადამიანის იდენტობას. პარტნიორის არსებობა გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ რუტინაზე, მიზნებზე, ჩვევებზე და იმაზე, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ თავს. როდესაც პარტნიორი ტოვებს ადამიანს და მიდის, მიჯაჭვული ადამიანი გრძნობს, რომ თითქოს მისგან რაღაც მისი ნაწილი წავიდა ამ ადამიანთან ერთად;

5. დოპამინის დღიური დოზა

სიყვარული და მიჯაჭვულობა ქმნის ისეთ ქიმიურ რეაქციას ტვინში, რაც ძალიან ჰგავს დამოკიდებულებას. საყვარელი ადამიანის მოულოდნელი დაკარგვა იწვევს ისეთი ჰორმონების შემცირებას, როგორიცაა დოპამინი და ოქსიტოცინი, რაც იწვევს სევდის შეგრძნებას, შფოთვას და ფიზიკურ ტკივილს.



როგორ უნდა გავთავისუფლდეთ მიჯაჭვულობის ტკივილისგან?

1. გააცნობიერე ტკივილი

ემოციების დათრგუნვა მხოლოდ ახანგრძლივებს განკურნების პროცესს. მიეცი საკუთარ თავს გლოვის, ტირილის და დანაგარგის განცდის უფლება;

2. გააცნობიერე ტკივილის საფუძველი

კითხე საკუთარ თავს, ეს ტკივილი კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება თუ დაკავშირებულია ბევრად უფრო ღრმა ტრავმასთან (მაგ. ადრეულ ბავშვობაში უარყოფის ან მარტოობის შიში)? პირველადი მიზეზის გაგება დაგეხმარება უფრო ეფექტურად გაუმკლავდე ამ ტკივილს;

3. კონცენტრირდი საკუთარი თავის სიყვარულსა და პიროვნულ ზრდაზე

გარეგანი მიმღებლობისა და ვალიდაციის ძიების ნაცვლად, ენერგია მიმართე შენს შინაგან სამყაროზე. დაიწყე ისეთი აქტივობების კეთება, რაც სიამოვნებას განიჭებს, მიმართე თვითზრუნვას, განაახლე კავშირი საკუთარ მისწრაფებებთან;

4. შექმენი ახალი რუტინა

გაარღვიე ძველი ჩვევების ციკლი და შექმენი ახალი. შეცვალე შენი გარემო, გაიჩინე ახალი ჰობი, ან დაიწყე ყოველდღიური გაცნობიერებული პრაქტიკები (იოგა, მედიტაცია, mindfulness);

5. ეძებე მხარდაჭერა

მიმართე მეგობრებს, თერაპიას ან თვითდახმარების რესურსებს, იმისათვის, რომ გქონდეს ჯანსაღი მხარდამჭერი სისტემა. შენს ემოციებზე საუბარი დაგეხმარება ტკივილის შემცირებაში.


იმ ადამიანის გაშვება, რომლის მიმართაც გრძნობ ღრმა მიჯაჭვულობას, არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე რთული ემოციური გამოცდილება. მისგან გამოწვეული ტკივილი დაკავშირებულია ღრმა ემოციურ კავშირთან, მოუშუშებელ ჭრილობებთან. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დროის მერე ტკივილი ნელდება და ადამიანი თითქოს იწყებს ახალ ცხოვრებას, მან შესაძლოა გაიმეოროს იგივე სცენარი და მიეჯაჭვოს სხვა ადამიანს და კვლავ განიცადოს იგივე ემოციები. ამიტომ საჭიროა ასეთ დროს ადამიანმა მიმართოს ფსიქოთერაპიას იმისათვის, რომ მოაგვაროს ადრეული ბავშვობის გამოცდილებებით გამოწვეული არაჯანსაღი პატერნები, გადაამუშავოს წარსულის მოუშუშებელი ჭრილობები, იპოვოს შინაგანი ღერძი და საყრდენი რომ შეძლოს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება.

ადამიანის ემოციური გონება ბევრად უფრო ადრე ვითარდება, ვიდრე რაციონალური გონება. ჩვენს ფსიქიკაში იწერება ინფორმაცია არა მ...
17/03/2025

ადამიანის ემოციური გონება ბევრად უფრო ადრე ვითარდება, ვიდრე რაციონალური გონება.
ჩვენს ფსიქიკაში იწერება ინფორმაცია არა მხოლოდ ჩვენი ჩასახვიდან და დაბადებიდან მოყოლებული, არამედ ჩვენს ჩასახვამდეც არსებობს კავშირი, ჩვენს წინაპრებსა და ჩვენს შორის, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს შემდგომ ცხოვრებაზე.
ის, რაც არ ახსოვს ჩვენს რაციონალურ გონებას, ხშირად აყალიბებს ჩვენს ქცევით და ემოციურ პატერნებს. ფსიქოთერაპიის მიზანია იპოვოს ის პირველი მოგონება, სიტუაცია, გადაწყვეტილება, რომელმაც ჩამოაყალიბა კონკრეტული ემოციური თუ ქცევითი პატერნი.
მაგ. თუ მუცლადყოფნის დროს, ან ჩვილობის დროს, ბავშვმა განიცადა უარყოფის ტრავმა (მაგ. იყო არასასურველი ბავშვი, ან დედა აიგნორებდა ჩვილის ემოციურ თუ ფიზიკურ საჭიროებებს), ის ზრდასრულობაშიც ქვეცნობიერად იზიდავს ისეთ სიტუაციებს ან ადამიანებს, რომლებიც ხელახლა წარმოშობენ იმ დინამიკას, რომელიც განაპირობა იმ პირველმა ტრავმამ, ადამიანმა რომ მიიღო მისი ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე და მუდმივად განიცდის უარყოფას სხვადასხვა ადამიანებისგან ან სხვადასხვა სიტუაციებში.
მიუხედავად ნეგატიური გამოცდილებისა, ფსიქოთერაპია იძლევა საშუალებას ნებისმიერი გამოწვევა თუ გამოცდილება ადამიანმა აქციოს რესურსად და გამოიყენოს ცხოვრებაში მისი კეთილდღეობისთვის.

17/03/2025

თერაპიულ ჯგუფში მონაწილეობას მრავალი უპირატესობა აქვს, ჯგუფში მონაწილეობა ეხმარება ადამიანს როგორც პიროვნულ ზრდაში, ასევე ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ამაღლებაში.

თერაპიულ ჯგუფში დასწრების უპირატესობები:

🔹 ემოციური მხარდაჭერა – ჯგუფის წევრები ერთმანეთს უსმენენ და იზიარებენ გამოცდილებას, რაც ადამიანს უსაფრთხოდ და მიღებულად აგრძნობინებს თავს.

🔹 იზოლაციის დაძლევა – ხშირად ადამიანი ფსიქოლოგიური სირთულეების დროს მარტოობას გრძნობს. ჯგუფი აღმოაჩენთ, რომ სხვებსაც აქვთ მსგავსი გამოწვევები და მარტო არ ხართ.

🔹 პიროვნული ზრდა და თვითშემეცნება – ჯგუფური დინამიკა აძლევს მონაწილეებს საშუალებას, უკეთ გაიგონ საკუთარი ქცევები, ემოციები და ურთიერთობების მოდელები.

🔹 სოციალური უნარების გაუმჯობესება – ჯგუფი უსაფრთხო გარემოს ქმნის კომუნიკაციის, ემპათიისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარების გასაუმჯობესებლად.

🔹 სხვების გამოცდილებიდან სწავლა – ჯგუფის წევრების ისტორიები და მათთან მუშაობა ახალი ხედვების გახსნას უწყობს ხელს.

🔹 მოტივაციისა და ცვლილებების ხელშეწყობა – ჯგუფის მხარდაჭერა ეხმარება მონაწილეებს მოტივაციის ამაღლებაში და სასურველი ცვლილებების განხორციელებაში.

🔹 ფსიქოლოგიური კეთილდღეობა – ჯგუფური თერაპია ამცირებს სტრესს, დეპრესიულ სიმპტომებს და ზრდის თვითშეფასებას.

თუ ხარ 18+ და
⬇️➡️ გრძნობ, რომ გიჭირს ჩვენს, Მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია,
➡️ვეღარ უმკლავდები სტრესს, შფოთვას, შიშს და ემოციურ დაძაბულობას,
➡️გიჭირს ჩაძინება, კონცენტრაცია, გრძნობ ქრონიკულ დაღლილობას და ვერ პოულობ რესურსს ყოველდღიური საქმიანობისთვის,
➡️განიცდი სიმყარის და სტაბილურობის ნაკლებობას ან არაარსებობას;
➡️გაქვს უიმედობის განცდა და ენთუზიაზმის ნაკლებობა;
➡️გრძნობ ფიზიკურ და სპაზმურ ტკივილს სხეულის სხვადასხვა არეში, ან გაქვს შეგრძნება თითქოს ის შენ არ გეკუთვნის. მაშინ ეს პროექტი შენთვის არის‼️ შემოგვიერთდი თვითზრუნვის თერაპიულ ჯგუფში, რომელიც შენი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის დასაწყისი გახდება.

აქ დაგხვდებათ:
☑️უსაფრთო და მხარდამჭერი გარემო,
☑️თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული პროცესი,
☑️თანამოაზრეთა მხარდაჭერა,
☑️პროფესიონალი თერაპევტები და ტრენერები.

💁‍♀️✅️რას მიიღებთ:
🧘‍♀️ისწავლით სხეულის მოსმენას და მასთან კონტაქტში ყოფნას.
➡️შედეგად, მეტი გაცნობიერებულობა სხეულში მიმდინარე პროცესების მიმართ.
✅️აღმოაჩენთ თქვენში უკვე არსებულ და ახალ რესურსებს;
✅️შეძლებთ საკუთარი პირადი საზღვრების სწორად დაცვას;
✅️და მარტივად გაუმკლავდებით შიშს და შფოთვას;
✅️გაიგებთ, როგორ შეამციროთ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება სხეულში;
✅️როგორ მოახდინოთ გონების და სხეულის ინტეგრაციადა აქციოთ სხეული რესურსად;
💆‍♀️💃გაიუმჯობესებთ საერთო განწყობას და თვითაღქმას.
🤸‍♂️🧘‍♀️🫂ტრენინგზე დაგხვდებათ უსაფრთხო, კომფორტული და მიმღებლური გარემო, სადაც შეგეძლებათ საკუთარი თავი გამოხატოთ თავისუფლად, აკეთოთ ის, რასაც იშვიათად ან საერთოდ არ აკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეივსოთ რესურსებით, რომელსაც ყოველი შეხვედრიდან მიიღებთ.

👥️ ჯგუფს გაუძღვებიან:
ლიკა ცაავა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი ,,სტიმულის" ტრენერი, ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი - (სასუპერვიზიო პროგრამის დამამთავრებელი კურსი) EAP დიპლომის მაძიებელი;
ნათია ბაციკაძე - ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი. ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი "სტიმულის" ფსიქოთერაპევტი და ტრენერი 2016 წლიდან.

🕖შეხვედრები შედგება ყოველ ორშაბათს 19:00(3 თვის განმავლობაში)ხანგრძლიობა 2 - 2,5 სთ.
რეგისტრაციის ბოლო თარიღი: 4აპრილი, 19:00 საათი. შეხვედრების რაოდენობა 12+2 (12 - ჯგუფური; 2 - ინდივიდუალური სესია). ღირებულება: ერთიანი წინასწარი გადახდით: 500₾- ყოველთვიური გადახდით: 200₾ თვეში

17/03/2025

ფსიქოლოგს, ისევე როგორც ექიმს, გააჩნია ეთიკური კოდექსი, წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას. ერთ-ერთი პირველი არის ,,არ ავნო” პრინციპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ფსიქოლოგმა.

არ ავნო - ამ პრინციპიდან გამომდინარე ფსიქოთერაპევტი უნდა გადიოდეს პირად თერაპიას თავის ფსიქოლოგთან და დაამუშავოს საკითხები მისი პირადი ისტორიიდან, იმისათვის, რომ ამან არ იქონიოს გავლენა კლიენტთან მუშაობის პროცესში. ფსიქოლოგიც ჩვეულებრივი ადამიანია, საკუთარი ემოციებით, დამოკიდებულებებით და გამოცდილებებით, რომელიც შესაძლოა ტრავმული ყოფილიყო მისთვის, რაც არ წარმოადგენს მისი პროფესიული კომპეტენციისთვის ეჭვის საბაბს. პირადი თერაპია საჭიროა თერაპევტის რესურსული მდგომარეობის შესანარჩუნელბადაც. თუკი თერაპევტი გრძნობს, რომ კონკრეტული საკითხი, რომელიც სესიაზე წამოიჭრა აღემატება მის რესურსებს ან მისთვის წარმოადგენს პირადი თერაპიის საგანს, ასეთ შემთხვევაში მან კლიენტი უნდა გადაამისამართოს სხვა პროფესიონალ სპეციალისტთან და აუხსნას მიზეზი კლიენტს;

ინდივიდუალურობა - თერაპევტი თითეულ კლიენტს უნდა მიუდგეს ინდივიდუალურად, მისი უნიკალური თვისებების თუ განსაკუთრებულობის გათვალისწინებით;

პატივისცემა - თერაპევტი პატივისცემით უნდა მიუდგეს კლიენტს და ფსიქოთერაპიულ პროცესს, ის არის არა მხოლოდ მსმენელი, არამედ პროცესის წამყვანი, რომელიც არ იძლევა პირდაპირ რჩევებს და მითითებებს, თუმცა ეხმარება კლიენტს გაიკვლიოს გზა რომელიც მიიყვანს მას საკუთარ თავთან;

კონფიდენციალურობა - ეთიკური კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია კონფიდენციალურობის დაცვა, რაც უზრუნველყოფს კლიენტისთვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას და ნდობის გამყარებას თერაპევტსა და კლიენტს შორის;

პროფესიონალიზმი - ადამიანის ფსიქიკა არის ძალიან ღრმა და ამოუწურავი. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიის სფერო მუდმივად ვითარდება, ყალიბდება ახალი მიმდინარეობები და ფსიქოლოგს მუდმივად უწევს აუწყოს ფეხი ცვლილებებს, შეიძინოს ახალი ცოდნა, დაეუფლოს ახალ მიდგომებს და გაიზარდოს პროფესიულად;

გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, ფსიქოლოგს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: დაკვირვებულობა, ადაპტაციის უნარი, მოსმენის და ანალიზის უნარი, ლოგიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, პასუხისმგებლიანობა და შეცდომების აღიარების უნარი, გულწრფელი ინტერესი და პატივისცემა ადამიანების მიმართ, სტრესსმედეგობა და თვითრეფლექსიის უნარი და ა.შ.

თქვენ რას დაამატებდით ფსიქოლოგისთვის აუცილებელი თვისებების ამ არასრულ სიას?

17/03/2025
06/03/2025

ასეთ ჯგუფს დიდხანს ეძებდი?!
📢📢 გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ დაიწყო თვითზრუნვაზე ორიენტირებულ თერაპიულ ჯგუფზე რეგისტრაცია.
📝🧘‍♂️🧘‍♀️ ,,სხეული, როგორც საიმედო ნავსაყუდელი”

თუ ხარ 18+ და
⬇️➡️ გრძნობ, რომ გიჭირს ჩვენს, Მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია,
➡️ვეღარ უმკლავდები სტრესს, შფოთვას, შიშს და ემოციურ დაძაბულობას,
➡️გიჭირს ჩაძინება, კონცენტრაცია, გრძნობ ქრონიკულ დაღლილობას და ვერ პოულობ რესურსს ყოველდღიური საქმიანობისთვის,
➡️განიცდი სიმყარის და სტაბილურობის ნაკლებობას ან არაარსებობას;
➡️გაქვს უიმედობის განცდა და ენთუზიაზმის ნაკლებობა;
➡️გრძნობ ფიზიკურ და სპაზმურ ტკივილს სხეულის სხვადასხვა არეში, ან გაქვს შეგრძნება თითქოს ის შენ არ გეკუთვნის. მაშინ ეს პროექტი შენთვის არის‼️ შემოგვიერთდი თვითზრუნვის თერაპიულ ჯგუფში, რომელიც შენი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის დასაწყისი გახდება.

აქ დაგხვდებათ:
☑️უსაფრთო და მხარდამჭერი გარემო,
☑️თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული პროცესი,
☑️თანამოაზრეთა მხარდაჭერა,
☑️პროფესიონალი თერაპევტები და ტრენერები.

💁‍♀️✅️რას მიიღებთ:
🧘‍♀️ისწავლით სხეულის მოსმენას და მასთან კონტაქტში ყოფნას.
➡️შედეგად, მეტი გაცნობიერებულობა სხეულში მიმდინარე პროცესების მიმართ.
✅️აღმოაჩენთ თქვენში უკვე არსებულ და ახალ რესურსებს;
✅️შეძლებთ საკუთარი პირადი საზღვრების სწორად დაცვას;
✅️და მარტივად გაუმკლავდებით შიშს და შფოთვას;
✅️გაიგებთ, როგორ შეამციროთ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება სხეულში;
✅️როგორ მოახდინოთ გონების და სხეულის ინტეგრაციადა აქციოთ სხეული რესურსად;
💆‍♀️💃გაიუმჯობესებთ საერთო განწყობას და თვითაღქმას.
🤸‍♂️🧘‍♀️🫂ტრენინგზე დაგხვდებათ უსაფრთხო, კომფორტული და მიმღებლური გარემო, სადაც შეგეძლებათ საკუთარი თავი გამოხატოთ თავისუფლად, აკეთოთ ის, რასაც იშვიათად ან საერთოდ არ აკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეივსოთ რესურსებით, რომელსაც ყოველი შეხვედრიდან მიიღებთ.

👥️ ჯგუფს გაუძღვებიან:
ლიკა ცაავა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი ,,სტიმულის" ტრენერი, ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი - (სასუპერვიზიო პროგრამის დამამთავრებელი კურსი) EAP დიპლომის მაძიებელი;
ნათია ბაციკაძე - ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი. ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი "სტიმულის" ფსიქოთერაპევტი და ტრენერი 2016 წლიდან.

🕖შეხვედრები შედგება ყოველ ორშაბათს 19:00(3 თვის განმავლობაში)ხანგრძლიობა 2 - 2,5 სთ.
რეგისტრაციის ბოლო თარიღი: 4აპრილი, 19:00 საათი. შეხვედრების რაოდენობა 12+2 (12 - ჯგუფური; 2 - ინდივიდუალური სესია). ღირებულება: ერთიანი წინასწარი გადახდით: 500₾- ყოველთვიური გადახდით: 200₾ თვეში

Address

ჟიული შარტავას 14ა
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 22:00
Sunday 10:00 - 22:00

Telephone

+995568223064

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლიკა ცაავა - სომატური ფსიქოთერაპევტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ლიკა ცაავა - სომატური ფსიქოთერაპევტი:

Share