19/05/2026
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. თუმცა, დღეს რეალობა სხვაა, ჩვენ გარშემო მშობლები ყოველდღიურად უმძიმეს, სასოწარკვეთილ ბრძოლას გადიან შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვხედავთ მათ პროტესტს, მათ თვალებს და იმ უსამართლო სიმარტოვეს, რომლის წინაშეც ისინი ფინანსური თუ სისტემური ბარიერების გამო რჩებიან. არცერთი მშობელი არ უნდა იყოს მარტო, როცა შვილის გადასარჩენად იბრძვის.
ამიტომ, 1 ივნისს ქალაქის თეატრის ბარის სივრცეს რეალური თანადგომისა და მოქმედების ადგილად ვაქცევთ. თითოეული შეძენილი ბილეთი არის თქვენი პირდაპირი დახმარება ამ ოჯახებისთვის.
ეს საღამო ვერ შედგებოდა ჩვენი არტისტების გარეშე. უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირველივე წამიდან, სრულიად უსასყიდლოდ შემოგვიერთდა. მათ თავიანთი შემოქმედება უანგაროდ მიუძღვნეს ამ საქმეს, რადგან იციან - როცა ოჯახებს უჭირთ, ჩვენი ერთობა მათი მთავარი საყრდენი ხდება.
მოდით, შევავსოთ თეატრის სივრცე სოლიდარობითა და მუსიკით, რომელიც ამჯერად დიდ, სასიცოცხლო საქმეს ემსახურება.
🎫 ბილეთები ბიოში
🎫 კარზე | 50