ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია• Georgian National Wrestling Federation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია• Georgian National Wrestling Federation

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია• Georgian National Wrestling Federation ქართული ჭიდაობა ორასამდე ილეთსა და კ?

📣2025 წლის 14-15 თებერვალს კასპში ტარდება საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში (დიდები) #გისურვებთწარმატებებს #ქართული...
05/02/2025

📣2025 წლის 14-15 თებერვალს კასპში ტარდება საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში (დიდები)
#გისურვებთწარმატებებს
#ქართულიჭიდაობისეროვნულიფედერაცია

03/02/2025

‼️2025 წლის 31 იანვარს დასრულდა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია .
‼️დარეგისტრირდა სამი კანდიდატი
1. შავლეგო ბერუაშვილი
2.თენგიზ ხუბულური
3.მირიან გონჯილაშვილი
‼️ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რიგითი ყრილობა გაიმართება 2025 წლის 13 თებერვალს შემდეგ მისამართზე:ქ.თბილისი, გორგასალის ქუჩა N3
სასტუმრო ''ტიფლის პალასი''. დასაწყისი 13;00 სთ.

🇬🇪ქართული ჭიდაობა  ეროვნული საუნჯე🇬🇪🤼‍♂️დიახ,ქართული ჭიდაობა ჩვენი ეროვნული საუნჯეა,ის არამხოლოდ სპორტია, არამედ ჩვენი ი...
03/02/2025

🇬🇪ქართული ჭიდაობა ეროვნული საუნჯე
🇬🇪🤼‍♂️დიახ,ქართული ჭიდაობა ჩვენი ეროვნული საუნჯეა,ის არამხოლოდ სპორტია, არამედ ჩვენი ისტორიის, კულტურისა და იდენტობის ნაწილი, ქართული ჭიდაობა უძველესი დროიდანვე არსებობდა და მისი ფესვები კოლხებისა და იბერების ბრძოლით ტრადიციებშია.
🇬🇪🤼‍♂️ქართული ჭიდაობის უნიკალურობა მის წესებსა და ტექნიკაშიც კარგად ჩანს, თუმცა მთავარი, მაინც მოწინააღმდეგის ჭკვიანურად დამარცხებაა, რაც მას ღირსების ჭიდაობად აქცევს. ქართული ჭიდაობის მთავარი ასპექტი მისი ღირსების კოდექსია.
🇬🇪🤼‍♂️ბრძოლა ყოველთვის იწყება და მთავრდება პატივისცემის გამოხტვით-მოჭიდავეები ხელის ჩამორთმევით და მოკრძალებული ქედის მოხრით ავლენენ ურთიერთპატივისცემას, მოწინააღმდეგის დამარცხება არ ნიშნავს მის დამცირებას,პირიქით ჭიდაობის ეთიკა მოითხოვს ,რომ დამარცხებული წამოაყენო და ხელი ჩამოართვა პატივისცემის ნიშნად. ეს ტრადიცია ღრმად ფესვგადგმულია და გამოარჩევს სხვა ბევრ საბრძოლო ხელოვნებისგან.
🇬🇪🤼‍♂️ქართული ჭიდაობა არა მხოლოდ სპორტი, არამედ ქართველი კაცის ზნეობრივი კოდექსის გამოხატულებაა,მომავალი თაობის ეროვნული სიამაყის წყაროა

🔥2024 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები ,სახელობითი და ხსოვნითი ტურნირები, გუნდური პირველობებ...
03/02/2025

🔥2024 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები ,სახელობითი და ხსოვნითი ტურნირები, გუნდური პირველობები,საერთაშორისო სტატუსი მიიღო აბსოლუტურმა ფალავნობამ, ბევრმა უცხოელმა მოჭიდავემ მოირგო ქართული საჭიდაო ჩოხა, წარმატებით გრძელდება ურთიერთთანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მსოფლიო ეთნოსპორტის კონგრესთან, მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ასოციაციასთან.
🔥იმედია წელს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება როგორც მთავრობისაგან,ასევე საზოგადოებისაგან,რათა უფრო განვითარდეს და გაიზარდოს ქართული ჭიდაობის პოპულარობა და ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდეს.

‼️საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანება
01/02/2025

‼️საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანება

🤼🇬🇪ქართული ჭიდაობის ფესვები ათასეულ წლებზეა გადაჭიმული და იგი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ისტორიული წყაროები მო...
30/01/2025

🤼🇬🇪ქართული ჭიდაობის ფესვები ათასეულ წლებზეა გადაჭიმული და იგი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ ჭიდაობა აღიარებული იყო როგორც სამხედრო მომზადების მთავარი კომპონენტი.
🤼🇬🇪არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ჭიდაობა საქართველოში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში არსებობდა. ანტიკური ხანის მწერლები, მათ შორის ქსენოფონტე ქართველების ფიზიკურ მომზადებაზე საუბრისას ჭიდაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
🤼🇬🇪თავის ნაშრომში ''ანაბასისი'' (ძვ.წ.IVს.) აღწერს კოლხებისა და სხვა კავკასიური ტომების სამხედრო უნარებს, რომლებიც ჭიდაობასა და ფიზიკურ მზადყოფნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. იგი აღნიშნავს, რომ ეს ხალხები ძლიერები, ამტანები და ბრძოლისსთვის გამზადებულნი იყვნენ.
🤼🇬🇪ეს გვიჩვენებს, რომ ძველ საქართველოში ჭიდაობა,როგორც ფიზიკური და საბრძოლო ნაწილი აქტიურად გამოიყენებოდა.
🤼🇬🇪ამგვარად, ქართული ჭიდაობა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელოვან ადგილს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.
#ქართულიჭიდაობაუკვდავია

28/01/2025
🌎🇬🇪ქართული ჭიდაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელ სამყაროში, სადაც სპორტის მრავალი სა...
28/01/2025

🌎🇬🇪ქართული ჭიდაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელ სამყაროში, სადაც სპორტის მრავალი სახეობა საერთაშორისო დონეზე ვითარდება, ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია განსაკუთრებით აქტუალურია.
🌎🇬🇪ქართული ჭიდაობა გამოირჩევა უნიკალური წესებითა და ტექნიკით, რაც მას განასხვავებს სხვა ქვეყნების ჭიდაობისგან. მთავარი პრინციპი მეტოქის დასაცემი მოძრაობის შესრულებაა, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენის სისწრაფეს,მოქნილობას და სტრატეგიას.
🌎🇬🇪დღეს ქართული ჭიდაობა კვლავ ინარჩუნებს ღირსეულ ადგილს ეროვნული სპორტის სფეროში. ტარდება მრავალი შეჯიბრი როგორც რეგიონალურ, ისე ეროვნულ დონეზე, თუმცა, მისი საერთაშორისო პოპულარიზაცია საჭიროებს მეტ ყურადღებას.
🌎🇬🇪საქართველოს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო ტურნირებს, სადაც ქართული ჭიდაობა მთავარ ადგილს დაიკავებს.
🌎🇬🇪თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მარკეტინგული მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია ქართული ჭიდაობა გახდეს მსოფლიოში აღიარებული სპორტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს კულტურული იდენტობის ცნობადობას.
#ქართულიჭიდაობა

25/01/2025

❗️2025 წლის 23 იანვარს,საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ჩატარდა ამავე ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.დღის წესრიგის შესაბამისად პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება. ❗️ა(ა)ი.პ. საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გათვალისწინებით, ფედერაციის წესდების შესაბამისად, საარჩევნო რიგითი ყრილობა ჩატარდეს 2️⃣0️⃣2️⃣5️⃣ წლის 1️⃣3️⃣ თებერვალს. მის. ქ.თბილისი გორგასლის ქ.N3 სასტუმრო “ტიფლის პალასი” დასაწყისი ⏰13:00 საათი.
❗️საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ ფედერაციის იურიდიულ ან საპატიო წევრებს. რეგისტრაცია გაგრძელდება 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

‼️მისამართზე : ქ.თბილისი ბათუმის ქუჩა 29. 📞597-499-999. ელ.ფოსტა:wrestlinggeorgian@gmail.

24/01/2025

საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრები:
1. ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის კომპლექსური სასპორტო გაერთიანება-დირექტორი დავით ბაგაური
2. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია -პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე
3. ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლა - დირექტორი კობა ქომეთიანი
4. ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლა დირექტორი ლევან მირიანაშვილი-წარმომადგენელი გივი ზაკალაშვილი
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა -დირექტორი მამუკა ნავერიანი
6. ვანის მუნიციპალიტეტი სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება - დირექტორი ზვიად მინაშვილი
7.მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი -დირექტორი ჯემალ კვანჭიანი
8.დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება - დირექტორი ლევან შერმადინი
9.გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო- გიორგი პურიჭამიაშვილი
10.თბილისის ქართული ჭიდაობის ფედერაცია -პრეზიდენტი ვალერიან პარუნაშვილი
11.ქუთაისის სპორტულ დაწესსებულებათა გაერთიანება - დირექტორი კობა ფხაკაძე -წარმომადგენელი -ირაკლი კინწურაშვილი
12. ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლა - დირექტორი ივანე ხარაზიშვილი წარმომადგეელი-ბუხუტი ბუხრიკიძე
13.კახეთის ქართული ჭიდაობის ფედერაცია - პრეზიდენტი გოჩა ტატიშვილი
14. ქარელის მუიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება - დირექტორი გიორგი ბერუაშვილი
15. ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანება - წარმომადგენელი იაკობ გაზდელიანი
16. კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანება - წარმომადგენელი იოსებ მამულაშვილი
17.ბორჯომის გაერთიანებული სასპორტო სკოლა -წარმომადგენელი გოგა ხერგიანი.

ფიზიკური პირები:
1. მალხაზ ნოზაძე (პ/ნ 57001029254) -ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (ხაშური,ალი)
2. არჩილ მამულაშვილი (პ/ნ 57001060585)- ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი(ხაშური,ვაყა)
3. დავით სუქნიძე ( პ/ნ 54001025285) - ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (ჭიათურა)
4. რობერტ ძიძიშვილი (პ/ნ 01012015615) -ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (დუშეთი)
5. ვეფხვია ბაზანდარაშვილი (პ/ნ 59001071442)- ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი(გორი)
6. მამუკა მელიქიშვილი (პ/ნ 60001044116)- ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (ქუთაისი)
7. გურამ ზურაბიანი (პ/ნ 27001000307) -ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (წყალტუბო)
8. თემურ ღვალაძე (პ/ნ 25001006567) -ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (ლაგოდეხი)
9. ემზარ ქალდანი (პ/ნ 28001017092) - ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (მარნეული)
10. სოსლან იაკობაშვილი (პ/ნ 38001012121) -ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (საჩხერე)
11. კობა სვიანაძე (პ/ნ 18001037810) -ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (ზესტაფონი)
12. ლაშა ზურაბიანი (პ/ნ 31001048480)- ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (დუშეთი)
13. შმაგი დადუნაშვილი (პ/ნ 27001000307) -ქართული ჭიდაობის სერტიფიცირებული მწვრთნელი (ვანი)

🤼🇬🇪ქართული ჭიდაობა ჩვენი ეროვნული საუნჯეა.ის წარმოადგენს უძველეს ტრადიციას , რომელიც ასახავს ქართველთა ძალასა და სიბრძნე...
22/01/2025

🤼🇬🇪ქართული ჭიდაობა ჩვენი ეროვნული საუნჯეა.ის წარმოადგენს უძველეს ტრადიციას , რომელიც ასახავს ქართველთა ძალასა და სიბრძნეს. ჭიდაობა არა მხოლოდ სპორტია, არამედ კულტურის ნაწილი, სადაც გადმოცემულია ქართველთა ისტორია, ხასიათი და სამართლიანი ბრძოლა.
🤼🇬🇪ქართული ჭიდაობა ერთ-ერთი უძველესი სპორტული დისციპლინაა საქართველოში და საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი ტრადიციებისა და ეროვნული ხასიათის გამოხატულება. იგი ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაშიც ხშირად აისახება.
🤼🇬🇪ქართული ჭიდაობა აერთიანებდა ქართველებს და ქცეულა არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად, არამედ სოციალური შეკრების,დღესასწაულების და ურთიერთობის სიმბოლოდ.
🤼🇬🇪განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის შენარჩუნება და განვითარება, რათა მომავალ თაობებსაც შეეძლოთ ამ უნიკალური მემკვიდრეობის აღქმა და დაცვა.

🔥ქართული ჭიდაობა, როგორც ჩვენი ეროვნული სპორტის ნაწილი, მდიდარია ისტორიით, თუმცა თანამედროვე გარემოში ახალ გამოწვევებსაც...
20/01/2025

🔥ქართული ჭიდაობა, როგორც ჩვენი ეროვნული სპორტის ნაწილი, მდიდარია ისტორიით, თუმცა თანამედროვე გარემოში ახალ გამოწვევებსაც აწყდება.
🔥 ტექნოლოგიების ეპოქაში სპორტისადმი ინტერესის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, ამისათვის საჭიროა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში, რათა ახალ თაობაში ამაღლდეს მოტივაცია ტრადიციული სპორტის მიმართ.
🔥ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე და მისი , როგორც უნიკალური სპორტის ფორმის წარმოჩენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ საჭიროა მეტი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება და კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებთან.
🔥ქართული ჭიდაობა უნიკალური რიტუალებითა და წესებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია ტრადიციული ელემენტების დაცვა ისე, რომ შესაბამისი იყოს თანამედროვე შეჯიბრებისთვის და მაყურებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.
🔥 მნიშვნელოვანია სპონსორების მოძიება და სახელმწიფო პროგრამების აქტიურად ჩართულობა , რათა სპორტსმენებს ჰქონდეთ ფინანსური სტაბილურობა და ქართულ ჭიდაობას განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეს.
🔥ამ ყველაფრის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ჭიდაობის, როგორც ეროვნული ღირებულების გრძელვადიან დაცვასა და განვითარებას.
#ქართულიჭიდაობაუკვდავია🔥

Address

ბათუმის #29
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995557318482

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია• Georgian National Wrestling Federation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია• Georgian National Wrestling Federation:

Share