21/07/2026
🔮 ილუზიების შესახებ.
„როდესაც ადამიანი ვარდისფერ სათვალეს ატარებს და უარყოფს ბოროტებისა თუ ტოქსიკურობის არსებობას სამყაროსა და საკუთარ თავში, მისი ჩრდილი კიდევ უფრო ძლიერდება და ქვეცნობიერიდან იწყებს მის მართვას“
🖋კარლ გუსტავ იუნგი.
---------------‐-----------------------------------
მეგობრებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არ არის ვარდისფერი სათვალით სიარული და მუდმივი ჰარმონიის ილუზია. ჩვენი ყოველდღიურობა არ არის უპირობო სიკეთისა და ნდობის ატმოსფერო — სამყარო არ არის ვარდის სურნელით გაჯერებული ,,ყვავილების ქვეყანა".
სამწუხაროდ, ამ სამყაროში ხშირად შეხვდებით უმეცრებით, უპასუხისმგებლობითა და შინაგანი ტოქსიკურობით სავსე ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცარიელის სხვებზე პროეცირებას და ამით ამ სიცარიელის ამოვსებას ცდილობენ. ისინი დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ სამყარო მხოლოდ სიყვარული, სიმშვიდე და ნეტარი სიკეთეა.
აღნიშნული გარემოება გამოწვეულია იმით, რომ ასეთი ადამიანები იმყოფებიან ამპარტავნებაში და არ სწავლობენ სიტყვების რეალურ მნიშვნელობას და მათ რეალურ განმარტებას, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ. ისინი უარყოფენ საკუთარ ჩრდილს, რომელიც ამ უარყოფით იკვებება, იზრდება და შემდეგ იწყებს მათი რეალობის არაცნობიერად მართვას.
მაგალითად: ბრძოლა არ ნიშნავს სიძულვილს. ხოლო იმის მაგივრად, რომ რეალობა გაარკვიონ და დააზუსტონ, ურჩევნიათ ,,ბრძოლის" ცნების რეალური მნიშვნელობა საკუთარი ეგოების გამრუდებულ ილუზიებს მოარგონ.
სამყაროსეული ჰარმონიის ღვთაებრივი ოსტატი და უმეცრების ძილისგან მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამღვიძებელი - ბუდაც კი (ბუდა ნიშნავს ,,გაღვიძებულს"), იმას გვეუბნება, რომ საკუთარ ეგოსთან ურთიერთობა ბრძოლას ჰგავს. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწავლებაა, რომელიც წმინდა ტექსტში, „დჰამაპადაში“ (Dhammapada, 103- ე და 104-ე მუხლები) არის ჩაწერილი.
ბუდას ორიგინალური სიტყვები ასე ჟღერს:
„თუნდაც ბრძოლაში ათასჯერ ათასი (მილიონი) მეომარი დაამარცხო, უდიდესი გამარჯვებული მაინც ის არის, ვინც საკუთარ თავს დაამარცხებს“.
ასე რომ, როდესაც ბუდა „ბრძოლასა“ და „დამარცხებაზე“ საუბრობდა, ის გულისხმობდა სულიერ თვითდისციპლინას, სიმშვიდის უზრუნველყოფის აუცილებლობას და მუდმივად ცვალებადი სამყაროსადმი ფხიზელ და პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას.
ფიქსირებულ ილუზიებში და ყალბ დოგმებში ყოფნა საკუთარი თავის და მუდმივად ცვალებადი სამყაროს მიმართ შიშს და სიძულვილს იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სიმშვიდისთვის ბრძოლა ნორმალურია, ხოლო სიყვარულისთვის კი, ქმედითია კიდევაც!
ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მოქმედების გარეშე სიყვარული, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
სინამდვილეში სიყვარული არის მოქმედება, ხოლო სიკეთის კეთებას თვითდისციპლინა ესაჭიროება. წინააღდეგ შემთხვევაში ეს ვითომდა ,,სიკეთეების კეთება" ხდება ტოქსიკური ილუზია. ცხოვრება არის უდიდესი გამოცდა, სადაც ყოველდღიურად გიწევს საკუთარი საზღვრების, მორალური პრინციპებისა და შინაგანი მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი თავისთავად არ მოდის ამ ცხოვრევაში. ეს არის გაცნობიერებული ბრძოლა, სადაც ნამდვილი სიკეთე ნიშნავს არა ბრმა ნდობას, გულუბრყვილობას ან სისუსტეს, არამედ ძალას - შეინარჩუნო ადამიანობა, სიბრძნე და სინათლე იმ გარემოშიც კი, რომელიც შენს შთანთქმას ცდილობს.
ჯანმრთელობას, სიყვარულს და კეთილდღეობას გისურვებთ❤️
#ფსიქოლოგია #საზოგადოება #სოციუმი #ურთიერთობები