09/06/2026
🧠AI FUTURES რეგიონული ტურის დასკვნითი ღონისძიება ამჯერად ქალაქ - ბათუმში
🎓 ხარ სკოლის მოსწავლე? გაინტერესებთ ტექნოლოგიები, მაგრამ გგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი რთულია?
🌟„თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბი“ ბათუმისსკოლის მოსწავლეებს გიწვევთ სპეციალურ 3-დღიან პროგრამაზე, რომელიც მხოლოდ თქვენთვის შეიქმნა!
🗓️ რა მოხდება 3 დღის განმავლობაში?
დღე I (12 ივნისი): AI Mastermind - შეკრიბე 5-კაციანი გუნდი, ჩაერთე ინტელექტუალურ თამაშში და მოიგე თემატური პრიზები! გუნდების რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ლინკი: https://forms.gle/5Ue8rQsa6MhyBGS76
დღე II 13 (ივნისი): ტრენინგი/ვორქშოფი მოსწავლეებისთვის - ისწავლე, როგორ გამოიყენო AI სწავლის პროცესში და შექმენი შენი პირველი აპლიკაცია კოდის წერის გარეშე (No-code)!
დღე III (14 ივნისი): იდეათონი „AI ჩემი რეგიონისთვის“ - მოიფიქრე, როგორ დაეხმარება ხელოვნური ინტელექტი რუსთავს, წარადგინე იდეა და მოიპოვე საგზური თბილისის დიდ ჰაკათონზე!
ტრენინგსა და იდეათონზე რეგისტრაციისათვის გამოიყენეთ ლინკი: https://forms.gle/MX8i13eCs9CyMz1T7
🚀 ვის შეუძლია მონაწილეობა?
14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს.
📍 ადგილი: ბათუმი, ნინოშვილის 32, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სართული III, აუდიტორია #55 (ზღვის მხარეს)
📅 თარიღი: 2026 წლის 12, 13, 14 ივნისი
🤝 ორგანიზატორები და მხარდამჭერები:
პროექტი ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით - 598759946
#თსუ #ახალგაზრდობისსააგენტო #თსუინტელექტუალთაკლუბი #ბათუმი