ივენთ გრუფი • Event group

ივენთ გრუფი • Event group We feel what we do

27/06/2025

soon…

Today 👀
20/06/2025

Today 👀

🍻 ლუდის ფესტივალი - დედაენის ბაღი
📅 თარიღი: 20, 21, 22 & 27, 28, 29 ივნისი
👉 https://shorturl.at/hnItX

🎶 Tbilis Open Air - ფესტივალი, რომელზეც იმდენი თქმულა და დაწერილა, რომ რთულია რაიმე ახლის თქმა. ეს არის ადგილი, რომელიც ...
29/05/2025

🎶 Tbilis Open Air - ფესტივალი, რომელზეც იმდენი თქმულა და დაწერილა, რომ რთულია რაიმე ახლის თქმა. ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს მუსიკას, თავისუფლებას, განწყობას და ქმნის ამ დადებითი ემოციების გობელენს. 🎉

რა თქმა უნდა ჩვენც არ გამოვაკლდით ამ ფესტივალს. მაშინ, როდესაც არტისტები მოსული სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ, ჩვენ მათ ბევრ გემრიელობას ვთვაზობდით🍔🥤 და როგორც მუსიკა არაა არასდროს საკმარისი და სულ "კიდევ გინდა" ჩვენთანაც ასეა...

გიზიარებთ კადრებს Tbilisi Open Air - დან✌️

#ფესტივალი #კიდევმინდა

ქრისტე აღდგა!❤️
20/04/2025

ქრისტე აღდგა!❤️

🎯გილოცავთ!!! საჩემპიონო ქამარი დაცულია!!! ელ მატადორი ფორმაშია. 🇬🇪მადლობა ილია🇬🇪🇪🇸
26/10/2024

🎯გილოცავთ!!! საჩემპიონო ქამარი დაცულია!!! ელ მატადორი ფორმაშია. 🇬🇪

მადლობა ილია🇬🇪🇪🇸

თბილისობა... როდესაც ამ დღესასწაულს ვახსენებთ, უკვე ყველასთვის ნათელია, რაზეც ვსაუბრობთ, თუმცა პატარა ისტორიას მოგიყვები...
25/10/2024

თბილისობა... როდესაც ამ დღესასწაულს ვახსენებთ, უკვე ყველასთვის ნათელია, რაზეც ვსაუბრობთ, თუმცა პატარა ისტორიას მოგიყვებით.👀 თბილისობა პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. ტრატიციულად ოქტომბრის თვეში ტარდება და ორი დღის განმავლობაში გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები.🎉

ჩვენ ივენთ გრუფი ჩვენი ბრენდნეიმით "კალანდა" მრავალი წელია წარმოდგენილები ვართ ამ ღონისძიებაზე და მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლდებით, თბილისობისთვის დამახასიათებელი კერძებით.🍢

გიზიარებთ კადრებს თბილისობა 2024 - იდან.📸 თბილისის მერია / Tbilisi City Hall

ნაკრები... რამდენი ითქვა და დაიწერა ბოლო პერიოდში ჩვენი ბიჭების წარმატებაზე, ის სიხარული და ბედნიერება, რაც ამ პერიდოში ...
09/10/2024

ნაკრები... რამდენი ითქვა და დაიწერა ბოლო პერიოდში ჩვენი ბიჭების წარმატებაზე, ის სიხარული და ბედნიერება, რაც ამ პერიდოში მთელმა საქართელომ განიცადა, რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა, ასეთი წარმატებული სეზონის დასაწყისი ორი მატჩი და ორივე გამარჯვება ნამდვილად საოცარია და კი ზღაპარი გრძელდება, ერთადერთი რაც შეიძლბა ითქვას არის ის რომ "ჩვენ ვართ საქართველო"🇬🇪

ხო ეს რესპუბლიკის მოედანია, გიზიარებთ ბოლო თამაშდან კადრებს,📸 სადაც ძალიან კარგად ჩანს ის ემოციები თუ რაოდენ დიდ სიხარულს გვანიჭებს თითოეული გამარჯევბა და ამ ყოველივეს აღსაწერად სიტყვები უბრალოდ ზედმეტა.

11 ოქტომბერს, კვლავ ასეთი ემოციების განცდისთვის და ერთიანი, ძლიერი, ბედნიერი გულშემატკივრობისთვის ყველას გელოდებით რესპუბლიკის მოედანზე, რამეთუ "ძალა ჩვენშია და ჩვენ ვართ საქართველო."🎉

ივენთ გრუფი • Event group ძალიან ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ქართული ფეხბურთის გვერდით ვდგავართ.⚽️

ამ შესაძლებლობისთის უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ თბილისის მერია / Tbilisi City Hall , საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation Coca-Cola Bottlers Georgia 🙏🏻

🎉ფესტივალი არტ-გენი, როდესაც ამ ფესტივალს ვახსენებთ უკვე ყველასთვის ნათელია თუ რაზეა საუბარი, თუმცა ამ ფესტივალიის დაარს...
15/08/2024

🎉ფესტივალი არტ-გენი, როდესაც ამ ფესტივალს ვახსენებთ უკვე ყველასთვის ნათელია თუ რაზეა საუბარი, თუმცა ამ ფესტივალიის დაარსების შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.👀

ეს ყველაფერი 2003 წელს დაიწყო, რამდენი წელია გასული და ფესტივალი კვლავ არ კარგავს აქტუალობას. არტ-გენის შექმნის მიზანი ტრადიციული ქართული კულტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია იყო. მათ ლოკაციად ეთნოგრაფიული მუზეუმი აირჩიეს, ეს ადგილი ნამდვილად კარგად გადმოსცემს ქართულ კულტურას. ამ ფესტივალმა ახალგაზრდები დააინტერესა ქართული ტრადიციით და არტ-გენის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ:⥇

"იდეამ გაამართლა! ახალგაზრდები მოვიდნენ გასართობად. საყვარელი ჯგუფების მოლოდინში, ღვინის, ყველის და მწვადის დაგემოვნების პარალელურად, ათვალიერებდენ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ განთავსებულ ექსპოზიციებს, რეწვის გამოფენებს, უსმენდნენ რეგიონებიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ოჯახებს. ეს უწყვეტად გრძელდება დღემდე.ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება 25,000-30,000 ადამიანი."

ჩვენც "Event group" ის გუნდი წლების განმავლობაში გვერდით ვუდგავართ ამ ფესტივალს და ჩვენი წვლილი შეგვაქვს მის უმაღლეს დონეზე წარმართვაში, ჩვენ გვყეამაყება რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ, რამეთუ ქართული კულტურის შენახვა და შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია.

15/07/2024

კოკა-კოლა ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა 2024-ის მხარდამჭერია 🏖️

17-21 ივლისს ბათუმის საერთაშორისო თასის მოსაპოვებლად 7 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო იბრძოლებს ⚽

შემოგვიერთდით ყველაზე მხიარულ საზაფხულო თავგადასავალში და ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს 🇬🇪

ტურნირი გაიმართება ბათუმის ბულვარში, სპეციალურად მოწყობილ სტადიონზე 🏟️

იყო და არა იყო რა. ეს იმ ზღაპრის დასაწყისია, რომელიც ახლა იწერება. ამ ზღაპრის პროლოგი კი ასეთია, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზ...
05/07/2024

იყო და არა იყო რა. ეს იმ ზღაპრის დასაწყისია, რომელიც ახლა იწერება. ამ ზღაპრის პროლოგი კი ასეთია, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით... ეს საოცარი ემოციები იყო ეს იყო გრძნობა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. კი, ჩვენ მერვედ ფინალში წავაგეთ, წავაგეთ ოღონდ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, წავაგეთ ოღონდ ესპანეთის ნაკრებთან. წავაგეთ, მაგრამ 75-ე წუთამდე ჩვენი ოცნება ცოცხალი იყო. წავაგეთ, მაგრამ "უცნაურია ჩემი ხალხი წაგებულით მოგებულია." ასეთი გამარჯვებულები ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. გახსოვთ რა ხდებოდა მთელი ღამე? სიგნალების ხმა არ გაჩერებულა, ყველა როგორი ბედნიერი და ერთიანი იყო აი ეს შეუძლია ფეხბურთს ეს არის ის სპორტი, რომელიც გვაერთიანებს.

ახლა დროა მომავალზე ვიფიქროთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს ზღაპრის მხოლოდ და მხოლოდ პროლოგია წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველოდება, რადგან „მომავალი მათ ეკუთვნით, ვისაც დღეს მოქმედების უნარი აქვს.“ დიახ, ჩვენ დავბრუნდებით, დავბრუნდებით უფრო ძლიერები, უფრო გამოცდილები, უფრო მეტად ერთიანები, რადგან დასამტკიცებელი კიდევ ბევრია.

მადლობა ბიჭებო, ამ დღის შემდეგ ჩვენ სულ სხვა საქართველოში გავიღვიძეთ და ეს საოცარია. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც არ ჩანს მაგრამ უდიდესი შრომა ჩადო ამ ყველაფერში, რომ დღეს ჩვენ აქ ვყოფილიყავით.

ჩვენ ვართ ამაყნი, რადგან Event group - ი იყო იქ სადაც ეს ყველაფერი დაიწყო, იყო იქ სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა.
და ჩვენ ვგრძნობთ, რომ უკვე ვაკაკუნებთ იმ კარზე, რომლის ფართოდ გაღებაც მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.

ზღაპარი გრძელდება...

ეროვნული ნაკრები #ერთიანობა #გამარჯვება

Text: Soso Dolidze
Poster: Tato Arabuli

🏍️როცა სიჩქარე და გემო ერთმანეთს შეესაბამება🏁იხილეთ ჩვენი ფოტოები და დატკბით ჩვენი შემოქმედებით, რომელიც სწორედ მსგავსი ...
02/07/2024

🏍️როცა სიჩქარე და გემო ერთმანეთს შეესაბამება🏁
იხილეთ ჩვენი ფოტოები და დატკბით ჩვენი შემოქმედებით, რომელიც სწორედ მსგავსი ღონისძიების მონაწილეებისთვის და მაყურებლებისთვისაა შექმნილი. 🍔🍟
ჩვენი გუნდი ყოველთვის იცავს ხარისხსა და სისწრაფეს, რათა მოვიპოვოთ თქვენი ნდობა და კმაყოფილება. #დრაგრეისინგი #სერვისი

Address

Tbilisi

Telephone

+995558558352

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ივენთ გრუფი • Event group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ივენთ გრუფი • Event group:

Share

Category