საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცე?
Address
68 Davit Aghmashenebeli Avenue
Tbilisi
0102
Telephone
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when ფოლკლორის ცენტრის დარბაზი • Folk Center Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Business
Send a message to ფოლკლორის ცენტრის დარბაზი • Folk Center Hall:
Category
ფოლკლორის ცენტრის დარბაზი
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახლახან რესტავრირებულ დარბაზს საინტერესო და გამორჩეული ისტორია აქვს. იგი ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელს უკავშირდება. დღევანდელ შენობას ეს ფლიგელი, ოპერის სცენის ზუსტი ასლი, მოგვიანებით სპეციალურად ოპერის საბალეტო დასის რეპეტიციებისათვის მიაშენეს. წლების განმავლობაში რეპეტიციებს გადიოდა მრავალი ცნობილი ბალერონი, ბალერინა და ქორეოგრაფი.
2017-2019 წლებში განხორციელდა დარბაზის აღდგენა-რესტავრაცია და მან ახალი დატვირთვა და ფუნქცია შეიძინა. აქ გაიმართება ფოლკლორული საღამოები, შეხვედრევი, წიგნებისა და აუდიო-ვიდეო ალბომების წარდგენა, რეგიონული, თბილისური ანსამბლებისა და სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტები, ხალხური პოეზიის საღამოები, სემინარები, მასტერკლასები...
დარბაზი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განახლდა. აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ხმის იზოლაციისა და ჩაწერა-გახმოვანების სისტემით და მთლიანად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მრავლაფუნქციური დარბაზი 160 მაყურებელზეა გათვლილი.
ფოლკლორის ცენტრის ხმის ჩამწერი განახლებული სტუდია აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე აპარატურით. თანამედროვე დარბაზი (კედლები, ხის იატაკი) და აკუსტიკა ქმნის საუკეთესო პირობებს ფოლკლორული და სხვა ჟანრის მუსიკის ჩასაწერად.