31/12/2018
ივენთ კომპანია „BRAVO” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მშვიდობას, ბედნიერებას, ხვავსა და ბარაქას!
და დაე, თქვენი ცხოვრების ყოველი დღე აღივსოს სიხარულით, სითბოთი, სიკეთითა და სიყვარულით.
2019 წელი ყოფილიყოს სურვილების ასრულების, დასახული მიზნების განხორციელების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და წარმატებების მიღწევის წელი!
ივენთ კომპანია „BRAVO” , როგორც 2018 წელს, ისე 2019 წელსაც გამოიყენებს მთელ თავის შემოქმედებით და მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ შეგინარჩუნოთ მხიარული სადღესასწაულო განწყობა მთელი წლის განმავლობაში და ამისათვის ჩვენი გუნდი შემოგთავაზებთ ივენთის მოწყობისთვის საჭირო ყველა სერვისს, ინვენტარს და პროდუქციას, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, უმოკლეს დროში მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება.
ჩვენი მიზანია, ქ. ფოთში დავამკვიდროთ მაღალხარისხიანი ივენთების მოწყობის სტანდარტი. მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რათა უმოკლეს დროში და დიდი ძალისხმევის გარეშე, მისთვის მისაღებ ფასად მოახერხოს მნიშვნელოვანი დღის ეფექტურად მოწყობა.