მალაყმაძეების საოჯახო კულინარია და ფოლკლორი/Malakmadze Family

  • Home
  • Georgia
  • Khelvachauri
  • მალაყმაძეების საოჯახო კულინარია და ფოლკლორი/Malakmadze Family

მალაყმაძეების საოჯახო კულინარია და ფოლკლორი/Malakmadze Family Genuine hospitality, cuisine, joyous musical performances and reading “shairi” (traditional Georgian poem).The shortest performance takes about 3 hours.

მალაყმაძეების საოჯახო ფოლკლორული ანსამბლი მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი გამორჩეული ეთნოგრაფიული ობიექტია. თქვენ გიმასპინძლებთ ოჯახი, რომლის თითოუელი წევრი სხვადასხვა საკრავზე უკრავს, ცეკვავს და მღერის. მაჭახლის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო, ცეკვა თამაში და შაირები, ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ აქტივოებების, რაც თქვენ ამ ობიექტზე დაგხვდებათ.
ტრადიციული სამზარე

ულოდან აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ: სინორი, ბორანო, ფხალლობიო, ჩირბული, ფხალის მჟავე, მალახტო, თევზი და ა.შ. ალკოჰოლური სასმელებიდან - სახლში დამზადებული ხილის არაყი, ხოლო არაალკოჰოლურიდან -ოჯახის დიასახლისის მიერ მომზადებული სხვადასხვა ადგილობრივი ხილის კომპოტი.

მალაყმაძეების ოჯახს უკვე მრავალი წელია ადგილობრივი ფოლკლორის განვითარება უკავშირდება. ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე 19 წელია ხელოვნების ამ დარგში მოღვაწეობენ. აქ თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ და სურვილის შემთხვევაში გაიაროთ მოკლე მასტერკლასი სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლაში, როგორიცაა დოლი, გარმონი, ფანდური, ჭიბონი, სალამური, გიტარა და ფორტეპიანო. სიმღერებიდან გამოირჩევა აჭარული შაირები, ხოლო ცეკვებიდან არ უნდა გამოტოვოთ ოჯახის უფროსის მიერ დადგმული მაჭახლური თოფის ცეკვა.
ყველაზე მოკლე პერფორმანსი მინიმუმ სამი საათი გრძელდება. აქ თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ დაბადების დღე და აღნიშნოთ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები.
ობიექტზე სტუმრობა შესაძლებელია წინასწარ დაკავშირების საფუძველზე, 3-4 საათით ადრე. ემზარ და ცირა მალაყმაძეების საკონტაქტო ნომრებია: +995 595 95 86 57 / +995 595 95 86 74. Traditional singing and dancing is an integral part of Machakheli valley. Each member of Machakhela Family Folk Ensemble simultaneously sings, dances and plays on the traditional musical instruments. Genuine hospitality, cuisine, joyous musical performances and reading “shairi” (traditional Georgian poem) is a partial agenda of the activities to expect while guesting the Malakmadze family. In addition, a brief master class in traditional music, dancing and instruments will be offered. Do not miss one of main attractions of the trip - a traditional dance “Machakheli Gun” specially staged and performed by the head of the household.

09/06/2025
01/01/2025

Address

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი. Khelvachauri Municipality, Village Kveda Chkhutuneti
Khelvachauri
6400

Telephone

595 958657

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მალაყმაძეების საოჯახო კულინარია და ფოლკლორი/Malakmadze Family posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share