06/07/2026
🌿 იპოვე შენი შინაგანი რიტმი ბუნების წიაღში: „ბუნება, მე და სხეული"
თუ გრძნობთ, რომ ყოველდღიურობამ საკუთარ თავს დაგაშორათ, დროა შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქოთ და სხეულს მოუსმინოთ.
🌷 გიწვევთ ტრანსფორმაციულ ვორქშოფზე „ბუნება, მე და სხეული", რომელსაც ხელუხლებელი ბუნებით გარემოცული ეთნო-კულტურული სივრცე „აქაურთა კარმიდამო“ უმასპინძლებს.
🏞️ შეხვედრა ჩატარდება ტყის სასიამოვნო, გრილ ჩრდილში, მდინარის პირას. როდესაც სიტყვები არ გვყოფნის, სხეული ხდება ჩვენი მეგზური. მდინარის ხმა და ტყის სიმშვიდე გვეხმარება სრულყოფილ „დამიწებაში“, გონების ხმაურის გათიშვასა და არაცნობიერ შინაარსებთან უსაფრთხოდ შეხებაში.
ავთენტური მოძრაობის ფესვები იწყება კ.გ. იუნგის აქტიური იმაგინაციიდან, რომელიც მოძრაობის ელემენტებით გააცოცხლა მერი ვაითჰაუსმა. ეს თერაპიული მიმდინარეობა გვეხმარება დაგროვილი ემოციური ტვირთის, სტრესისა და ბლოკებისგან გათავისუფლებაში. სხეულმა ბევრად მეტი იცის — მისი ამოძრავებით შესაძლებელია ჩაკეტილი განცდების ცნობიერებაში ამოტანა და განტვირთვა.
📍 ლოკაცია: ბოლნისის სიახლოვეს, სოფელი აკაურთა (თბილისიდან 1 სთ და 30 წთ სავალზე).
📅 თარიღი: 19 ივლისი
👥 მონაწილეობა ღიაა 18+ ასაკის პირთათვის.
🕒 დღის განრიგი:
🚗 10:00 — გამგზავრება თბილისიდან.
🌱 12:00 — შეხვედრა სივრცეში, გაცნობა, სხეულის გახურება.
💫 ავთენტური მოძრაობის ძირითადი ნაწილი — სხეულზე ასახული ემოციების გაცოცხლება.
🍽️ ლანჩ-შესვენება — განტვირთვა და გემრიელი მასპინძლობა ბუნებაში.
🎨 ინტეგრაცია — წერილის/ნახატის შექმნა საკუთარ „მე“-სთან და რეფლექსია.
🌳 17:00-დან — თავისუფალი დრო სრული დასვენებისთვის: ჰამაკები, შეზლონგები მდინარისა და ტყის პირას.
🚌 18:00 — გამგზავრება თბილისში.
🌞 ვორქშოფს გაუძღვება:
ფსიქოლოგი, ფსიქოტრავმატოლოგი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი ანა ალბუთაშვილი.
✨ საერთო ღირებულება: 170 ლარი.
(ფასში შედის: ვორქშოფში მონაწილეობა, მასალები, სადილი/ლანჩი, დასვენების ზონით სარგებლობა და ორმხრივი ტრანსპორტირება: თბილისი – აკაურთა – თბილისი).
🔥 ადგილები შეზღუდულია, აუცილებელია წინასწარი დაჯავშნა!
📞 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ WhatsApp / ტელ: +995 598238012 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში (InBox).
გელოდებით, რათა ერთად მოვუსმინოთ სხეულს, რომელმაც ბევრად მეტი იცის! 💫☘️