Spotlight Events • სპოტლაით ივენთს

Spotlight Events • სპოტლაით ივენთს Premium Event Company Specializing In Concerts And Events That Bring People Together

შეხვედრამდე … 👏🏻❤️📸 Irakli Pachulia
05/31/2026

შეხვედრამდე … 👏🏻❤️

📸 Irakli Pachulia

გიზიარებთ კადრებს ჩვენი კონცერტიდან ❤️კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რატომ უყვარს ხალხს ასე ძალიან ჯგუფი “სახე”.ეს არის თაობე...
05/31/2026

გიზიარებთ კადრებს ჩვენი კონცერტიდან ❤️

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რატომ უყვარს ხალხს ასე ძალიან ჯგუფი “სახე”.
ეს არის თაობების ემოცია, მოგონებები და სიყვარული, რომელიც მათ სიმღერებში ცხოვრობს. ❤️

ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო მათი მასპინძლობა და იმ ენერგიის ნახვა, რაც სცენაზე მოიტანეს. თითოეულმა სიმღერამ თითქოს დრო გააჩერა და ყველას გაგვახსენა, რამდენად ძლიერი ძალა აქვს დათო ფორჩხიძის მუსიკალურ შემოქმედებას.

“სახე” წლებია ადამიანებს აერთიანებს სიხარულშიც, მონატრებაშიც და ყველაზე ემოციურ მომენტებშიც.
მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის, პროფესიონალიზმისთვის და იმ სითბოსთვის, რაც თითოეულ მაყურებელს აგრძნობინეს

📸 Irakli Pachulia

❤️ მადლობა ყველას, ვინც ეს დაუვიწყარი საღამო ჩვენთან ერთად შექმენითსაღამო დასრულდა, მაგრამ ეს ემოციები და სითბო კიდევ დი...
05/29/2026

❤️ მადლობა ყველას, ვინც ეს დაუვიწყარი საღამო ჩვენთან ერთად შექმენით

საღამო დასრულდა, მაგრამ ეს ემოციები და სითბო კიდევ დიდხანს გაგვყვება 💫

მადლობა, რომ ამ განსაკუთრებული ისტორიის ნაწილი იყავით და ეს დღე ასეთ ლამაზ მოგონებად აქციეთ 🙏🏻

მალე ისევ შევხვდებით ❤️🎶✨

ჩვენი კონცერტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, თბილი და ემოციური მომენტი იყო ნინი წიკლაურის ბავშვთა ანსამბლ „ციცინათელას“ გამო...
05/29/2026

ჩვენი კონცერტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, თბილი და ემოციური მომენტი იყო ნინი წიკლაურის ბავშვთა ანსამბლ „ციცინათელას“ გამოჩენა სცენაზე. ✨❤️

იმ წამს, როდესაც ბავშვებმა ლეგენდარული სიმღერა „ჩემო თბილის ქალაქო“ შეასრულეს “სახესთან" და Michael Ameer-თან ერთად, დარბაზი სრულიად სხვა ემოციამ მოიცვა. ეს იყო სუფთა სიყვარული, ქართული სული, ნოსტალგია და თაობების ერთიანობა ერთ სცენაზე. 🕊️

ეს ბავშვები არიან მომავალი თაობა, რომლებიც საქართველოს სიყვარულს გულით ატარებენ, ქართულ კულტურასა და მუსიკას კი უდიდესი სითბოთი და სიამაყით წარმოადგენენ ❤️
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შესრულება მათ გულებშიც სამუდამოდ დარჩება და მომავალში ყოველთვის სიამაყით გაახსენდებათ ის ემოცია, რომელიც ამ სიმღერამ და ამ სცენამ აჩუქათ. ✨

ბევრი ადამიანისთვის ეს იყო მომენტი, რომელმაც ცრემლი, ღიმილი და უდიდესი სიამაყე ერთდროულად გააერთიანა. ❤️

განსაკუთრებული მადლობა ნინი წიკლაურს ამ საოცარი იდეისა და ორგანიზებისთვის, იმ უდიდესი შრომისთვის და სიყვარულისთვის, რაც ამ სიმღერაში ჩაიდო.

ასევე დიდი მადლობა თითოეულ ბავშვს, რომელმაც სცენაზე ეს ჯადოსნური ენერგია შემოიტანა, და თითოეულ მშობელს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და იმისთვის, რომ ერთად შევძელით ასეთი ემოციური ისტორიის შექმნა. ✨

ეს იყო მომენტი, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენს გულებში.

📸 Irakli Pachulia

ეს საღამო კიდევ უფრო განსაკუთრებული და ისტორიული გახადა Poetry N Motion-ის წევრის — Michael Ameer-ის მონაწილეობამ. ✨Mich...
05/28/2026

ეს საღამო კიდევ უფრო განსაკუთრებული და ისტორიული გახადა Poetry N Motion-ის წევრის — Michael Ameer-ის მონაწილეობამ. ✨

Michael Ameer უკვე 1999 წლიდან თანამშრომლობს ჯგუფ Sakhe-სთან და ამ წლების განმავლობაში მათ ერთად შექმნეს 3 გამორჩეული სიმღერა, რომელიც დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსმენელის გულში.

მათი გამართული კონცერტები თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში უკვე ლეგენდად იქცა ქართველი მსმენელისთვის — და სწორედ ამ ისტორიის ნაწილი გახდა ნიუ იორკში ჩვენს მიერ ჩატარებული კონცერტიც. ❤️

დიდი მადლობა Michael Ameer-ს, რომელიც სპეციალურად გერმანიიდან ჩამოფრინდა ჩვენი კონცერტისთვის და თავისი ენერგიით, პროფესიონალიზმითა და ემოციით ეს საღამო კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა. მისი სცენაზე გამოჩენა იყო ნამდვილი სიურპრიზი და უდიდესი პატივი ჩვენი მაყურებლისთვის. 🔥

ქართველი ხალხისა და Spotlight Events LLC-ის სახელით — გულითადი მადლობა ამ სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის და იმ ისტორიისთვის, რომელსაც უკვე წლებია ერთად ქმნით.

ეს იყო ლეგენდების შეხვედრა ერთ სცენაზე. ✨

_____________

This night became even more special and historic thanks to the participation of Poetry N Motion member Michael Ameer. ✨

Michael Ameer has been collaborating with Sakhe since 1999, and throughout the years they have created 3 unforgettable collaborations that still hold a special place in the hearts of their audience.

Together, they have performed legendary concerts in Tbilisi, Batumi, and Shekvetili — performances that became unforgettable memories for Georgian fans and part of music history itself. ❤️

A very special thank you to Michael Ameer, who flew all the way from Germany specifically for our concert and made this evening even more legendary with his energy, professionalism, and incredible stage presence. Seeing him on stage was a true honor and an unforgettable moment for everyone in attendance. 🔥

On behalf of the Georgian community and Spotlight Events LLC, we sincerely thank you for your love, loyalty, and for being part of a musical journey that has united generations for so many years.

This was truly a meeting of legends on one stage. ✨

📸 Irakli Pachulia

ჩვენი კონცერტის გახსნა იყო დაუვიწყარი, ენერგიით სავსე და ემოციებით გადატვირთული მომენტი, რომელმაც საღამოს ტონი პირველივე...
05/28/2026

ჩვენი კონცერტის გახსნა იყო დაუვიწყარი, ენერგიით სავსე და ემოციებით გადატვირთული მომენტი, რომელმაც საღამოს ტონი პირველივე წუთებიდან განსაზღვრა. 🔥
სცენაზე საოცარი მუხტი შემოიტანა Vic Smithმა, რომელიც სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის ლას ვეგასიდან ჩამოფრინდა, რათა ეს საღამო კიდევ უფრო განსაკუთრებული გამხდარიყო.

დიდი მადლობა Vic Smithს ამ დაუჯერებელი ენერგიისა და პერფორმანსისთვის. ეს იყო კონცერტის იდეალური დასაწყისი!
ასევე განსაკუთრებული მადლობა DJ Shareefს, რომელმაც ამ საოცარი გახსნის ორგანიზებაში დიდი როლი ითამაშა და დაგვეხმარა, რომ მაყურებლისთვის მართლაც დასამახსოვრებელი შოუ შეგვეთავაზებინა. ❤️

ეს მხოლოდ დასაწყისია… ✨

____________

The opening of our concert was truly unforgettable — full of energy, emotion, and an incredible atmosphere that set the tone for the entire night from the very first moments. 🔥

The stage came alive thanks to Vic Smith, who flew in all the way from Las Vegas especially for our concert to make this night even more special.

A huge thank you to Vic Smith for bringing such amazing energy and delivering an unforgettable performance — it was the perfect way to open the show!
Special thanks as well to DJ Shareef for helping organize this incredible performance and for being a big part of creating such a memorable experience for everyone. ❤️

This is only the beginning… ✨

📸 Irakli Pachulia

05/25/2026

აქ სიტყვები ზედმეტია! ❤️

უბრალოდ მადლობა თქვენ ნდობისთვის და სიყვარულისთვის

რამდენი ხართ ❤️ გვიყვარხართ

05/23/2026

Address

New York, NY

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Spotlight Events • სპოტლაით ივენთს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share