08/11/2024
🫣❌სალონიდან ტირილით გამოსული იმედგაცრუებული პატარძალი და გაოგნებული ხელის მომკიდე, რომელსაც პატარძლის ნაცვლად ბონი ემის სოლისტი ეგონე!
🔥
6 კონკრეტული რჩევა საპატარძლოებს მაკიაჟის დაჯავშნამდე და მაკიაჟის გაკეთებისას, რომლის არცოდნაც ქორწილის დღეს ჩაგიმწარებს!
🔥 და როგორი უნდა იყოს პატარძლის მაკიაჟი სინამდვილეში!
რჩევა 1 :
იმისთვის, რომ არ შეცდე ვიზაჟისტში, დაგეგმე სატესტო შეხვედრა და მაკიაჟი! ეს შესაძლებლობას მოგცემს, დაინახო, როგორ მუშაობს ოსტატი და ასევე ზუსტად იცოდე, რა შედეგს მიიღებ.
რჩევა 2:
ყურადღება მიაქციე სისუფთავესა და აკურატულობას. ვიზაჟისტი აუცილებლად უნდა იყენებდეს სუფთა ფუნჯებს და ერთჯერად სპონჟებს. მასალა და შეფუთვები უნდა იყოს მოვლილი და ვიზუალურად სუფთა. არავის უნდა ქორწილის მერე კანის რაიმე გაღიზიანება შერჩეს და ჰერპესებით გაატაროს თაფლობის თვე. ასევე, ყურადღება მიაქციე მაკიაჟისთვის განკუთვნილ პროდუქტებს. ისინი უნდა იყოს ხარისხიანი, რაც ხელს შეუწყობს მაკიაჟის მდგრადობას. არ იქნება სახალისო, შუა ქორწილში ჩამომდნარი მაკიაჟი.
რჩევა 3:
პროფესიონალი ვიზაჟისტი კონსულტაციისას განიხილავს შენს სრულ ,,ლუქს" და გაითვალისწინებს როგორც კაბის, ასევე ვარცხნილობის სტილს და ხასიათში ჩასვამს ამ ყველაფერს მაკიაჟთან. მაღალი კლასის ვიზაჟისტი არასოდეს შემოგთავაზებს შაბლონურ ვერსიას, აუცილებლად გამოიკითხავს შენს სურვილს და გამოიყენებს ინდივიდუალურ მიდგომას. ასეთია ,,წესი" აქ არ მუშაობს, პირიქით, მაკიაჟში ჩარჩოები და წესები ართმევს ინდივიდუალიზმს და ასე ხდები ტიპიური "ბონი ემის" სოლისტი და ტირილით დატოვებ სალონს...
რჩევა 4:
საპატარძლო მაკიაჟი ნამდვილი ხელოვნებაა, რომლის მიზანიც პატარძლის ბუნებრივი სილამაზის გამოკვეთაა. საქორწინო მაკიაჟში მთავარი ბუნებრიობაა. ნაზი ტონები, რბილი გადასვლები და მსუბუქი ბზინვარება ქმნის სუფთა და რომანტიკულ იერს. ტონალობა იდეალური უნდა იყოს, რათა კანი ჯანმრთელად და ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს, მაგრამ ამასთანავე, ბუნებრივად. ლოყებზე მსუბუქი რუჟი, სახის კონტურის ხაზები, თვალებისა და ტუჩების ნაზი აქცენტები - ეს ყველაფერი სითბოსა და სინაზეს ანიჭებს იერსახეს.
რჩევა 5:
საქორწინო მაკიაჟი უნდა იყოს მდგრადი. ამ დღეს მაკიაჟმა უნდა გაუძლოს ყველაფერს - ღიმილს, ბედნიერების ცრემლებსა და უსასრულო ჩახუტებებს. ამიტომ, როგორც ზემოთ გითხარი, მნიშვნელოვანია გამოიყენო გამძლე და გადამოწმებული პროდუქტები, რომლებიც შეინარჩუნებენ იერსახის სიმსუბუქეს მთელი დღის განმავლობაში.
რჩევა 6:
და ყველაზე მთავარი!!!! იდეალური საქორწინო მაკიაჟის საიდუმლო ბალანსშია: ის უნდა იყოს როგორც ნაზი, ასევე საკმარისად გამომხატველი, რათა ხაზგასმით წარმოაჩინოს სახის ნაკვთები ფოტოებზე. ანუ აქ ყველაზე მეტად გჭირდება ვიზაჟისტის ჯადოქრობა, რომ არც იმდენი პროდუქტი დაგადოს, რომ ლაივში ცარიელი პუდრა - პომადა გახდე და არც იმდენი იყოს, რომ ფოტოაპარატის და ვიდეოკამერის ფოკუსმა გააუფერულოს და შთანთქოს მაკიაჟის შარმი.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით ამ დღის მოგონება წარუშლელი იქნება და დარჩება იმ ფოტოებში, რომლებიც მუდამ შეგახსენებს შენი სიყვარულის ისტორიას ❤️
ბოლოს p.s.
გამოცანა:
როგორ ფიქრობ, ქორწილში რა უფრო უნდა ახდენდეს ეფექტს, მაკიაჟი თუ პატარძალი? ქვემოთ პასუხია, მაგრამ შეეცადე ჯერ შენით უპასუხო.
სწორი პასუხია, პატარძალი, თავისი მაკიაჟით.
და არა მაკიაჟი, თავისი პატარძლით.
ანუ როცა მაკიაჟი ზუსტია, ის გალამაზებს შენ. და ლამაზი ხარ შენ!
და არა მაკიაჟი ❤️
მაკიაჟზე ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
568331149
#საპატარძლომაკიაჟი
#საპატარძლოკაბა
#სადღესასწაულომაკიაჟი
#მაკიაჟი
#ვიზაჟი
#ინტრიგაბიუთი
#მაკიაჟისშერჩევა
#ვიზაჟისტი
#სალონიმაკიაჟი