გრიმუარი • Grimoire

გრიმუარი • Grimoire აღმოაჩინეთ მაგიური სამყარო 🧙🏻‍♀️✨

ენერგიის გამწმენდი ნაკრებინაკრებში შედის 2 ცალი პალო სანტო და თეთრი სალბი. ორივე მათგანი იმპორტირებულია სამხრეთ ამერიკიდ...
15/04/2024

ენერგიის გამწმენდი ნაკრები

ნაკრებში შედის 2 ცალი პალო სანტო და თეთრი სალბი. ორივე მათგანი იმპორტირებულია სამხრეთ ამერიკიდან. მოყვანილი და მოპოვებულია ტრადიციული წესების დაცვით.

სალბი და პალო სანტო ძლიერი ენერგეტიკული გამწმენდი საშუალებებია. მათი სხვა საოცარი თვისებების შესახებ დეტალური ინფორმაცია და გამოყენების მეთოდები მოცემულია ყუთის შიდა ნაწილზე QR კოდის სახით, რომელიც უნდა დაასკანეროთ თქვენი სმარტფონის საშუალებით.

✅ახალი ფასი: 45₾
📦მიწოდება გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით

ფინანსური არხის გამწმენდი საპონი ნატურალური ქვებითენერგიის მიმღები არხის წმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურ...
08/02/2024

ფინანსური არხის გამწმენდი საპონი ნატურალური ქვებით

ენერგიის მიმღები არხის წმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურად ჩვენ უამრავ ენერგიას ვიღებთ გარესამყაროსგან. ხშირად ეს ენერგია დაბინძურებულია, რაც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე და შესამჩნევად აისახება ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ ენერგიაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მგრძნობიარეა მკვეთრი ენერგიების მიმართ. ადამიანები, ადგილები, გარემო, ფიქრები და ინტერნეტ სივრცე მოცულია მრავალი არასაჭირო და დამთრგუნველი ენერგოინფორმაციით.

სხეული და სული ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. კანი არის ყველაზე მგრძნობიარე და ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო. სპირიტუალური განბანვისა და განწმენდის პროცედურებს არაერთ კულტურაში შეხვდებით. ეს პროცესი ეხმარება ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და სულს გათავისუფლდეს არასაჭირო ენერგიისგან. აღიდგინოს ბალანსი, ჰარმონია და საწყისი სიმშვიდე, რაც სულის ბუნებრივი მდგომარეობაა.

💎საპონი დამზადებულია სპეციალური ენერგეტიკული პრაქტიკის თანხლებით. მასში მოთავსებულია ავანტურინის მინერალები, რაც პარალელურად დაგმუხტავთ და გააძლიერებს თქვენს ფინანსურ არხს.

ვისთვისაა ეს პროდუქტი განკუთვნილი?

✅თუ ყოველდღიურობაში გრძნობთ სირთულეებს, აკეთებთ ყველაფერს, მაგრამ გრძნობთ, რომ გარესამყაროდან ვერ იღებთ შესაბამის ენერგიას და შრომის დაფასებას.

✅თუ გრძნობთ, რომ უხილავი ბლოკი გაქვთ, რომელიც არ გაძლევთ მატერიალური ზრდის საშუალებას.

✅თუ ფინანსური ენერგიის გაძლიერებაზე მიმართული პრაქტიკები ეფექტური არ არის, მიუხესავად იმისა, რომ ყველაფერს სწორად და დაბალანსებულად აკეთებთ, ესეიგი ამ არხის წმენდა გჭირდებათ.

✅საპონს მოყვება გამოყენების ინსტრუქცია.

✅დამზადებულია შიის კარაქის ბაზაზე.

✅გამოყენებულია ნატურალური ეთერზეთები: მუხის ხავსი, პაჩული, ჟასმინი, ბერგამოტი, მოცხარი, ლიმონი, თეთრი მუშკი, ბაზილიკი, დაფნა.

აქვს მომაჯადოებელი ტყის სურნელი.

ფიზიკური მახასიათებლები:

✅დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით.
✅100% ნატურალური ხელნაკეთი პროდუქტი.
✅შიის კარაქი არბილებს, ატენიანებს და არ აშრობს კანს. კანის გაწმენდა ფორებიდან ხდება სრულფასოვნად.
✅აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს სიმძიმის შეგრძნებას გულიდან თავის მიმართულებით.
✅საპონში შემავალი ნატურალური ეთერზეთები არ აღიზიანებენ კანს.
✅შეიცავს A,E ვიტამინებს, რაც აღადგენს კანის დამცავ ბარიერს და ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

❌ აკრძალულია კანის დაავადებების დროს, ორსულთათვის და ლაქტაციის დროს.

ფასი: 45ლ

იგზავნება მთელი საქართველოს მასშტაბით.
შესაძენად მომწერეთ პირადში ან გამოიწერეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან.
www.grimoire.ge

25/12/2023

🎉შობის დღესთან დაკავშირებით შეთავაზება გრიმუარის ონლაინ მაღაზიისგან მხოლოდ სამი დღით, თეთრი სალბი+2 ცალი პალო სანტო 35₾

ნეგატივისგან გამწმენდი საპონი ნატურალური ქვებით💎სპირიტუალური განბანვისა და განწმენდის პროცედურებს არაერთ კულტურაში შეხვდ...
07/11/2023

ნეგატივისგან გამწმენდი საპონი ნატურალური ქვებით💎

სპირიტუალური განბანვისა და განწმენდის პროცედურებს არაერთ კულტურაში შეხვდებით. ეს პროცესი ეხმარება ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და სულს გათავისუფლდეს არასაჭირო ენერგიისგან. აღიდგინოს ბალანსი, ჰარმონია და საწყისი სიმშვიდე, რაც სულის ბუნებრივი მდგომარეობაა.

💎საპონი დამზადებულია სპეციალური ენერგეტიკული პრაქტიკის თანხლებით. მასში მოთავსებულია ამეთვისტოს მინერალები, რაც რა თქმა უნდა ნეგატივისგან წმენდის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საპნის დაცლასთან ერთად ქვებიც ნელ-ნელა გამოჩნდება😊

✅წმენდს თქვენს აურას ნეგატიური ენერგიისგან, ავი თვალისგან, ადამიანებისა და მოვლენებისგან მიღებული ნეგატივისგან.

✅სტრესული დღის შემდეგ საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მთელი დღის ნაგროვებ უსიამოვნო ენერგიებს მოგაშორებთ.

✅დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში და მოვლენებს სხვა თვალით შეხედავთ.

✅კათიონების (ნეგატიურად დამუხტული იონების) მაღალი შემცველობა საგრძნობლად ამცირებს ტოქსიკური ელექტრო ენერგიის გავლენას, რაც ფიზიკურ დონეზე სხეულს განმუხტავს დაძაბულობისა და დაჭიმულობისგან, თქვენი კანი მეტ ჟანგბადს მოიხმარს და გამომუშავდება მეტი ენერგია.

✅დროთა განმავლობაში თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა ბევრად გაძლიერდება, გაუმჯობესდება და გაჯანსაღდება.

✅საპონი გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

✅დამზადებულია შიის კარაქის ბაზაზე.

✅გამოყენებულია ნატურალური ეთერზეთები: სალბი, სამეფო ლავანდა, ფრანგული ლავანდა, ევკალიფტის ფოთლები, ფიჭვი, ციმბირული კედარი, ვარდი, ინდური სანდალვუდი.

აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი, რომელიც ბანაობის შემდეგ გარკვეული დროით კანზე რჩება.

ფიზიკური მახასიათებლები:

✅დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით.
✅100% ნატურალური ხელნაკეთი პროდუქტი.
✅შიის კარაქი არბილებს, ატენიანებს და არ აშრობს კანს. კანის გაწმენდა ფორებიდან ხდება სრულფასოვნად.
✅აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს სიმძიმის შეგრძნებას გულიდან თავის მიმართულებით.
✅საპონში შემავალი ნატურალური ეთერზეთები არ აღიზიანებენ კანს.
✅შეიცავს A,E ვიტამინებს, რაც აღადგენს კანის დამცავ ბარიერს და ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

❌ აკრძალულია კანის დაავადებების დროს, ორსულთათვის და ლაქტაციის დროს.

ფასი: 45ლ

იგზავნება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ყველას გილოცავთ სამჰეინს!დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით გადავწყვიტე, რომ წახალისების მიზნით ჩემი ახალი კურსის " ფი...
01/11/2023

ყველას გილოცავთ სამჰეინს!

დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით გადავწყვიტე, რომ წახალისების მიზნით ჩემი ახალი კურსის " ფინანსური მაგია" პირველი ვიდეო ლექცია გამეხადა საჯაროდ ხელმისაწვდომი ყველასათვის.

გარდა იმისა, რომ მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვფიქრობ ეს დაგეხმარებათ იმაშიც, რომ შეგექმნათ დაახლოებითი წარმოდგენა კურსის შესახებ.

კურსზე მიღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს

სწავლებას ვიწყებთ 6 ნოემბერს

დეტალები კურსის შესახებ დევს პოსტის სახით

გელოდებით ლექციებზე

ჩვენი Facebook ჯგუფის წევრებს ეცოდინებათ, რომ დავიწყე მიღება ახალ სასწავლო კურსზე " ფინანსური მაგია". სამჰეინის დღესას...

20/10/2023

❗️დაიწყო მიღება ახალ სასწავლო კურსზე❗️

💸სასწავლო კურსი - ფინანსური მაგია💸

არსებობს მრავალი სწავლება მიმართული ადამიანთა წარმატების ზრდაზე, ბიზნესის განვითარებაზე მიმართული ტრენინგები, ქოუჩინგისა თუ ფსიქოლოგიის ტრენინგები და პროგრამები, რომელთა მიზანიცაა ადამიანს ასწავლონ თუ როგორ მოიზიდონ მეტი წარმატება, მართონ ფინანსური კეთილდღეობა და გაზარდონ ის, თუმცა ფულის ენერგიისა და მისი მაგიური კანონზომიერებების შესახებ ნაკლებად საუბრობენ, რაც სინამდვილეში პირველმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია.

გარდა იმისა, რომ აუცილებელია ფინანსური საკითხების მართვა, მენეჯმენტი და ბიზნესისა თუ კარიერული ზრდის საკითხების შესწავლა, აგრეთვე ძალიან საყურადღებოა მისი ენერგეტიკული ასპექტებიც. ფინანსური მაგია გვეხმარება იმაში, რომ ეს ენერგია გავანაწილოთ, მოვიხმაროთ და სწორად გავცეთ, მოვიზიდოთ მეტი წარმატება, მიღებული სიკეთე გავამრავლოთ, გავზარდოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ.

📈ეს ცოდნა საშუალებას გვაძლევს, რომ არაფრიდან შევქმნათ ყველაფერი და , რაც მთვარია, სუფთა და კეთილსინდისიერი გზებით.

ხშირია, რომ ადამიანები აღწევენ წარმატებას, თუმცა ფინანსური ენერგიის კანონზომიერებებში გაუთვითცნობიერებლობის გამო მალევე კარგავენ მას ან ხვდებიან ჩიხში, ვეღარ ვითარდებიან და ვერ ხედავენ გამოსავალს.

ზოგიერთი ადამიანისთვის გასაჭირია ის გაკვეთილი, რომელიც ამ კანონზომიერებებში გარკვევის საშუალებას აძლევს ( სამწუხაროდ, ზოგი ამ გასაჭირითაც ვერ სწავლობს და გზააბნეულია), მაგრამ რატომ უნდა დავუშვათ შეცდომა, როდესაც გვაქვს მისი თავიდან არიდების საშუალება.

☑️ამ კურსში მოცემული ინფორმაცია გახდება თქვენი სახელმძღვანელო , ფულთან და მის ენერგიასთან ურთიერთობის წესები მთელი ცხოვრების მანძილზე გაგიძღვებიან და დაგეხმარებიან, რომ სწორად შეძლოთ საკუთარი პოტენციალის მართვა, დაიცვათ სამყაროს კანონები და მექანიზმები და გამოიყენოთ ისინი თქვენთვის სასიკეთოდ.

☑️ეს კურსი განკუთვნილია ყველასათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც აქვს ფინანსური პრობლემები, ვინც შრომისა თუ სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებს ზრდას და განვითარებას, მათთვის ვისაც სურს, რომ მომავალში არ შეხვდეს ფინანსურ სირთულეებს, ვისაც სურს მეტი წარმატების მიღწევა, ფინანსური ენერგიის არსის გაგება ან უბრალოდ არსებულის გაუმჯობესება, ზრდა, შენარჩუნება თუ მართვა…

☑️კურსი მოგცემთ თეორიულ ცოდნას იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ფინანსური ენერგია, რა არის ფინანსური ეგრეგორი და როგორ დავამყაროთ მასთან ჯანსაღი ურთიერთობა,
გაიგებთ თუ რა აზიანებს თქვენს ფინანსურ პოტენციალს და როგორ აღმოფხვრათ ეს საფრთხეები.

☑️რა თქმა უნდა, კურსის ფარგლებში მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნასაც, გეძლევად საშუალება დაეუფლოთ სხვადასხვა ტექნიკებს, რიტუალებსა და მიდგომებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ამ ენერგიის უკეთ გაგებასა და მართვაში.

⭕️კურსზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი პირები (18+)

⏳კურსის ხანგრძლივობა 2 თვე

👉🏻ლექციბი მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში.

☑️კურსი მოიცავს 10 ვიდეო ლექციას + სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში ჩაინიშნება დამატებითი ინტერაქციული სემინარები.

☑️სასწავლო მასალას მიიღებთ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციების სახით, რაც საკმაოდ კომფორტულია, რადგან დედამიწის ნებისმიერ წერტილში მყოფი და ნებისმიერი სახის გრაფიკის მქონე ადამიანი შეძლებს მათ ყურებასა და მოსმენას.

☑️ლექციების ყურებას შეძლებთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს და არ იქნებით შეზღუდული მკაცრად გაწერილი გრაფიკით, შეძლებთ ვიდეოების დაპაუზებას, ინფორმაციის კომფორტულად და გასაგებად მიღებას, რაც დაგეხმარებათ მასალის დამახსოვრებაშიც და ჩანიშვნაშიც.

☑️სემინარები წარიმართება ვიდეო ჩართვების ფორმატში სადაც გვექნება საშუალება გავიცნოთ ერთმანეთი, ვიქონიოთ ერთმანეთთან კონტაქტი, გავცვალოთ აზრები და შეძლებთ დასვათ კითხები.

სემინარების დრო და სიხშირე საჭიროებისა და სურვილის მიხედვით იქნება შეთანხმებული ჯგუფთან.

🎁ვინც ბოლომდე გაივლის კურსს საჩუქრად მიიღებს ფინანსური პრაქტიკებისა და რიტუალების ციფრულ კრებულს PDF ფორმატში, სადაც ყველა პრაქტიკა დეტალურად იქნება მოცემული წერილობით.

კურსის საფასური: 1 თვე 170 ლარი

ერთიანი გადახდის შემთხვევაში: 300

📝ჩასაწერად მომწერეთ “ მსურს ფინანსური მაგიის კურსზე ჩაწერა”.

🗓️სწავლა დაიწყება 6 ნოემბერს

📜სილაბუსის მოკლე აღწერა:

•რა არის ფინანსური ენერგია?
•რა არის ფინანსური მაგია?
•ფულის განხილვა მაგიურ პერსპექტივაში
•ეგრეგორები
•რა არის ფინანსური ეგრეგორი?
•ფინანსური ენერგიის წყაროები
•ფინანსურ ეგრეგორთან კავშირის ჩამოყალიბება
•სხვა სისტემების, ადამიანებისა და ემოციების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე
•მთვარის ფაზები და მათი გავლენა
•ფინანსური არხის დაზიანების სიმპტომები
•ფინანსური ენერგიის დაზიანების მიზეზები
•ფსიქიკური, ემოციური და მენტალური შაბლონები
•დაბალი და მაღალი მაგია, მათი სხვაობა და მნიშვნელობა
•ვალდებულებები, კრედიტები და გადასახადები
•პარაზიტიზმისა და ვამპირიზმის ფენომენი
•ცრურწმენები, მათი გავლენა თანამედროვე ადამიანზე
•რისკები და პრომლემატური ასპექტები
•ფინანსური ეგრეგორისა და მაგიის წესები
•როგორ გავზარდოთ პირადი ფინანსური ენერგოპოტენციალი?
•ფულის შეგროვება
•ინვესტირება
•ცხოვრების სტილი, ჩაცმა, კვება, ქცევა, ნივთები და შენაძენები
•სურვილები და მიზნები
•წლის პერიოდების და მასშტაბური მოვლენების გავლენა
•ნეგატივის ზეგავლენა ფინანსებზე
•სურვილების სია
•როგორ ავიღოთ და გავცეთ თანხა სწორად
•სიგილები, მაგიური ფორმულები და “რეცეპტები”
•ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდი რიტუალები
•მატერიალური სურვილების ასრულება.
#კურსი #ფინანსურიმაგია #ფინანსები #ფულისენერგია

აღმოაჩინეთ მაგიური სამყარო 🧙🏻‍♀️✨

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გრიმუარი • Grimoire posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გრიმუარი • Grimoire:

Share