მუზა • Muza

მუზა • Muza Event Planning

On December 2, Muza had the pleasure of being part of organizing the UAE National Day Reception, hosted by the Embassy o...
19/12/2025

On December 2, Muza had the pleasure of being part of organizing the UAE National Day Reception, hosted by the Embassy of the United Arab Emirates in Georgia 🇦🇪

One of the evening’s highlights was the floral arrangements – from the accents on the tables to the main pieces on the stage, designed in the national flag colors and brough to life by our talented florists 🌹

Live piano music added another elegant and warm touch to the atmosphere.

We were delighted to contribute to the evening, which hosted more than 300 guests from the business, diplomatic and government sectors, at a very special place in the city – Paragraph Luxury Collection, Tbilisi.

გაზაფხულის ბოლო დღეს, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, აი, ასეთი დიდებული ღონისძიება დავაორგანიზეთ.წინანდლის მამულმა...
20/06/2025

გაზაფხულის ბოლო დღეს, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, აი, ასეთი დიდებული ღონისძიება დავაორგანიზეთ.

წინანდლის მამულმა, სასტუმრო Radisson Collection, 300 სტუმარს უმასპინძლა საქართველოს და ევროპის საბანკო და ონლაინ გადახდების სექტორებიდან.

ღონისძიება მოიცავდა როგორც კონფერენციას, სადაც სიტყვით გამოდიოდნენ ქართველი და ევროპელი სპიკერები, ასევე ბანკეტს - გრანდიოზულს, დაუვიწყარს, სანახაობრივს!

ჩვენმა გუნდმა ორგანიზება გაუწია: კონფერენციას (ტექ. აღჭურვილობა, ლოჯისტიკა, გახმოვანება, აპარატურა); ბანკეტს (მენიუს შერჩევა, პროგრამა, წამყვანი, განათება/ გახმოვნება, მუსიკალური გაფორმება, ფლორისტიკა); და სტუმრების გადაადგილებას და 2-დღიან განთავსებას სასტუმროში.

მ უ ზ ა - თქვენი დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!

ჰოლანდიელი წყვილის, დებბის და სპაიროსის სიყვარულის ისტორია არა ჩვეულებრივ ქორწილს, არამედ ნამდვილ რომანტიკულ თავგადასავა...
03/04/2025

ჰოლანდიელი წყვილის, დებბის და სპაიროსის სიყვარულის ისტორია არა ჩვეულებრივ ქორწილს, არამედ ნამდვილ რომანტიკულ თავგადასავალს ჰგავდა 💐

მათ გადაწყვიტეს, ეს განსაკუთრებული დღე თბილისში, მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღენიშნათ – ქალაქში, რომელსაც საკუთარი სული და ხიბლი აქვს 💛

ძველი ქალაქი, მტკვრის მშვიდი ტალღები, კონკას ხიბლი და თბილისის ვიწრო ქუჩები მათი სიყვარულის ისტორიის ნაწილად იქცა 🌸

ქორწილის ორგანიზება ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რასაც დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვუდგებით. ყველაზე მეტად კი გვაბედნიერე...
07/02/2025

ქორწილის ორგანიზება ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რასაც დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვუდგებით. ყველაზე მეტად კი გვაბედნიერებს ისეთი ქორწილები, რომლებიც არა მხოლოდ სიყვარულის, არამედ განსაკუთრებული იდეისა და ოცნებების გარშემოა აგებული.

ერთი ასეთი გამორჩეული ისტორია ელიზაბეთსა და სტივენს უკავშირდება — ინგლისელ წყვილს, რომლებიც არქიტექტურისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. ელიზაბეთი რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა და „რიტუალების სასახლეს“ ყოველთვის აღტაცებით შეჰყურებდა, როგორც არქიტექტურული სილამაზის უნიკალურ ნიმუშს.

როდესაც მან თავისი ცხოვრების სიყვარული — სტივენი გაიცნო, მაშინვე გაუჩნდა ნატვრა: ქორწილი, მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, სწორედ ამ სასახლეში აღენიშნა. ეს ადგილი მისთვის განსაკუთრებული ხიბლის მატარებელი იყო — ადგილი, სადაც ოდესღაც ქართული ელიტა და მსოფლიო დონის ვარსკვლავები ზეიმობდნენ.

ერთ დღესაც, ელიზაბეთი და სტივენი ინგლისიდან დაგვიკავშირდნენ და თავიანთი ოცნება გაგვანდეს. იცოდნენ, რომ „რიტუალების სასახლე“ დახურული სივრცეა და მხოლოდ რჩეულებს მასპინძლობს. ვერც კი წარმოედგინათ, რომ სწორედ ჩვენი დახმარებით მათთვის ეს ზღაპრული კარი გაიღებოდა.

მალევე, მათი ოცნება რეალობად ვაქციეთ და გაზაფხულის ერთ ულამაზეს დღეს, ამ ისტორიულ სივრცეში, ლიზიმ და სტივენმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს.

✨ ასეთი ისტორიები ჩვენთვის არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ შთაგონების წყაროა, რაც ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტად გვაყვარებს ❤️

გასული წლის მიწურულს, საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც 150  თანამშრომელს ითვლის, საახალწლო ღონისძიება თავიანთ...
03/02/2025

გასული წლის მიწურულს, საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც 150 თანამშრომელს ითვლის, საახალწლო ღონისძიება თავიანთ ოფისშივე მოვუწყვეთ ✨

ეს გახლდათ მხიარული, საოჯახო საღამო, სადაც მუსიკალურ ფონს ჩვენი დიჯეი ქმნიდა, ხოლო სხვადასხვა აქტივობებით როგორც დიდები, ისე პატარები გავახალისეთ 🪩

ორცხობილების მასტერკლასი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა - პატარები კი არა, დიდებიც სიამოვნებით აფერადებდნენ ჯინჯერის „კაცუნებს“ 🍪

ქეითერინგ კომპანიამ ვარდო • VARDO ღონისძიებას საოცარი გემოები შემატა 🧁ყველაზე საინტერესო კი ჩვენი ნიჭიერი დეკორატორების მიერ შექმნილი ცოცხალი ტყის სცენა აღმოჩნდა 🌲🎄

ბუნებრივი ნაძვის ტოტებით, ხავსით, სხვადასხვა მცენარეებით და ხელნაკეთი აქსესუარებით ნამდვილი, ჯადოსნური ზამთრის პეიზაჟი შევქმენით 🦌🌲

გასულ კვირას, ადგილობრივი კომპანიის დაკვეთით, რომელსაც ღონისძიებაზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ეფექტის შექმნა სურდა, თბი...
28/01/2025

გასულ კვირას, ადგილობრივი კომპანიის დაკვეთით, რომელსაც ღონისძიებაზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ეფექტის შექმნა სურდა, თბილისში მდებარე, საკმაოდ დიდი და გამოწვევებით სავსე ლოკაცია ნამდვილ ჯადოსნურ სივრცედ გადავაქციეთ 💫

ათასობით წვრილი სინათლე ავაციმციმეთ, „ცაზე“ ვარსკვლავები ავანთეთ და 330 სტუმრისთვის გამართული კორპორატიული ღონისძიება მართლაც დაუვიწყარი გავხადეთ ⭐️

ეფექტის მისაღწევად რამდენიმე დღე თავდაუზოგავად ვიშრომეთ — ავზომეთ სივრცე, გავთვალეთ ყველა ტექნიკური დეტალი, მოვაგროვეთ დიდი რაოდენობით ნათურები, საქმეში შესაბამისი ტექნიკა და პროფესიონალთა გუნდი ჩავრთეთ. საბოლოოდ ზუსტად ის ჯადოსნური ატმოსფერო შევქმენით, რაც ჩვენს დამკვეთს სურდა ✨

ღონისძიებაზე არა მხოლოდ ვარსკვლავები ავანთეთ - დარბაზში ეფექტურად გავაფორმეთ მაგიდები, სტუმრებს მანათობელი „ელფები“ დავახვედრეთ და პიქსელ-შოუთი და ილუზიონისტის ინტერაქტიული პროგრამით სანახაობრივი ღონისძიება შევქმენით 🎆

გახსოვდეთ, მუზები თქვენს ნებისმიერ დღესასწაულს ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოვლენად გადააქცევენ — იქნება ეს სრული ღონისძიების ორგანიზება თუ მხოლოდ გარკვეული შტრიხების შეტანა ✨

P.S. მომდევნო პოსტში კულისებსმიღმა ვიდეოს გაგიზიარებთ 🫣

Address

44, Al. Kazbegi Avenue
Tbilisi
0177

Telephone

995599221540

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუზა • Muza posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მუზა • Muza:

Share

Category