Gurjaani Wine Festival • გურჯაანის ღვინის ფესტივალი

  • Home
  • Georgia
  • Gurjaani
  • Gurjaani Wine Festival • გურჯაანის ღვინის ფესტივალი

Gurjaani Wine Festival • გურჯაანის ღვინის ფესტივალი Gurjaani Wine Festival/გურჯაანის ღვინის ფესტივალი ©

04/09/2026

🍷 „მარანი 23“ - ფესტივალის ერთგული მონაწილე

მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის

გიორგი ლონდარიძე
#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

📣 მეღვინეთა რეგისტრაცია სრულდება!თუ გსურთ, გახდეთ წლის ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალის ნაწილი ეწვიეთ ბმულს 👉  https...
03/09/2026

📣 მეღვინეთა რეგისტრაცია სრულდება!

თუ გსურთ, გახდეთ წლის ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალის ნაწილი ეწვიეთ ბმულს 👉 https://portal.winefest.ge

#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

02/09/2026

✨ ჩვენი ფესტივალის 10 წლიანი გზა იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც კულისებს მიღმა დაუღალავად შრომობს.

წარმოგიდგენთ ლიკა მედულაშვილს, საორგანიზაციო გუნდის წევრს, რომელიც 2017 წლიდან ფესტივალის ისტორიის ნაწილია

🧡 მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის.

#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

🍇 2025 წელს ახტალის პარკში, ასობით მეღვინე და მეწარმე, ათასობით სტუმარი და უამრავი ადამიანი შევიკრიბეთ, ვისაც ღვინო და კ...
01/09/2026

🍇 2025 წელს ახტალის პარკში, ასობით მეღვინე და მეწარმე, ათასობით სტუმარი და უამრავი ადამიანი შევიკრიბეთ, ვისაც ღვინო და კახეთი განსაკუთრებულად უყვარს.

🍷 ქართველი ხალხისთვის ქვევრი ყოველთვის სალოცავივით იყო, სადაც ჩურჩულით ჩაღვრილი სიყვარული, წლების მერე სუფრას ამშვენებდა. დღეს ამ 8000-წლიანი ისტორიის თანამედროვე მემკვიდრეობას სწორედ გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქმნის და აგრძელებს.

✨ უკვე 10 წელია, შემოდგომის მიწურულს, საქართველოს ყველა კუთხიდან და მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანს გვაერთიანებს.

📍 შევხვდებით 10 ოქტომბერს გურჯაანში, ტრადიციულად, ახტალის პარკში! 🍷

#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

🍷 IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia -ს რიგით მეხუთე კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!წელს საერთაშორისო ღვინის კონკ...
01/09/2026

🍷 IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia -ს რიგით მეხუთე კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

წელს საერთაშორისო ღვინის კონკურსი პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში გაიმართება და ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ.

📅 23-28 ნოემბერს კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრები ეწვევიან ადგილობრივ მარნებს, გაეცნობიან რეგიონის ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და თანამედროვე მეღვინეობის გამოცდილებას.

📲 IWSC Georgia-ს WhatsApp Channel უკვე შეიქმნა!
გამოიწერეთ არხი და მიიღეთ კონკურსთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია, სიახლეები და მნიშვნელოვანი განახლებები - https://bit.ly/4xsmJIB

📣 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4gwKZ6k

27/08/2026

🍷გიორგი ბაწაშვილი 2017 წლიდან ფესტივალის ერთგული სტუმარია და გვიყვება, როგორ იქცა გურჯაანის ღვინის ფესტივალი მისთვის ტრადიციული შეკრების ადგილად.

მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის!

#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

🍇  საინტერესოა, ვის გახსოვთ ჩვენი პირველი ფესტივალი?2017 წელს დაწყებული ისტორია დღეს უკვე მრავალწლიან ტრადიციად და მეგობ...
25/08/2026

🍇 საინტერესოა, ვის გახსოვთ ჩვენი პირველი ფესტივალი?

2017 წელს დაწყებული ისტორია დღეს უკვე მრავალწლიან ტრადიციად და მეგობრობად იქცა.

✨ პირველი ფესტივალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, წლების განმავლობაში გურჯაანის, ღვინისა და ქართული მემკვიდრეობის შესახებ არაერთი განსხვავებული ამბავი მოვყევით: მეღვინეობის ქალაქზე, ფიროსმანის სამყაროზე, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაზე, ღვინოზე, როგორც ჩვენს საუნჯეზე, და ქართული ღვინის მრავალხმიანობაზე. წელს ამ ისტორიას კიდევ ერთი თავი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ შევმატეთ, როგორც უწყვეტი კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის.

🍷 წლები გადის, თუმცა უცვლელია ის, რამაც 10 წლის წინ პირველად შეგვკრიბა: ურყევი მეგობრობა და ერთად ყოფნის სიხარული.

#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

21/08/2026

✨ ათი წლის მანძილზე ჩვენი გუნდის წევრებს მოსაყოლიც ბევრი დაუგროვდათ.

🍷 წარმოგიდგენთ ელენე თაყაიშვილს - ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის წევრს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან ერთად საოცრებებს ქმნის და წელსაც, 10 ოქტომბერს, ტრადიციულად გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, ახტალის პარკში გელოდებათ!

❤️ მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის.

#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

🍷 250 მეღვინე, 150 მეწარმე, 1300-ზე მეტი დასახელების ღვინო და 30 000-მდე ვიზიტორი! აი, ასეთი იყო 2025 წლის გურჯაანის ღვი...
19/08/2026

🍷 250 მეღვინე, 150 მეწარმე, 1300-ზე მეტი დასახელების ღვინო და 30 000-მდე ვიზიტორი! აი, ასეთი იყო 2025 წლის გურჯაანის ღვინის ფესტივალი.

🍾 მხოლოდ ერთ დღეში 45 000 ლიტრი ღვინო გაიყიდა, 19 500-ზე მეტი შამფური მწვადი შეიწვა, 3 000 ჩურჩხელა ამოევლო და 160 ქართული სიმღერა შესრულდა

🧀 30-მდე კვების ობიექტი მუშაობდა და რაც მთავარია, გამოკითხული სტუმრების 97%-ისთვის ფესტივალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!

📍 ღვინო 8000 წელია მეგობრობის, სიყვარულისა და ერთიანობის საბაბია. სწორედ ეს არის ჩვენი თანამედროვე მემკვიდრეობა, რომელსაც უკვე 10 წელია ერთად ვქმნით!

✨10 ოქტომბერს, ჩვენი 10 წლიანი მეგობრობის ტრადიციის გასაგრძელებლად ახტალის პარკში შევხვდებით !

გაუმარჯოს გურჯაანის ღვინის ფესტივალს! 🍷✨

#გურჯაანისღვინისფესტივალი2026
#თანამედროვემემკვიდრეობა

Address

Queen Tamar Street 9
Gurjaani
1500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gurjaani Wine Festival • გურჯაანის ღვინის ფესტივალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Gurjaani Wine Festival • გურჯაანის ღვინის ფესტივალი:

Shortcuts

Share